13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის ეზოში ანიტას სახელობის ზეთისხილის ხე დარგეს. ამის შესახებ 2 წლის გოგონას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში, მისი შვილისთვის შექმნილ სპეციალურ ჯგუფში წერს:
„მოგესალმებით! დღეს ანიტას გულშემატკივარი უსაყვარლესი გოგონების წყალობით, ძალიან ლამაზი დღე გვქონდა, რისთვისაც მინდა თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ დიდი მადლობა.
დილით დავესწარით წირვას ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში, მოვისმინეთ მამა სერაფიმეს საოცარი გალობა და ეკლესიის ეზოში დავრგეთ ანიტას სახელობის ზეთისხილის ხე.
შემდეგ გადავინაცვლეთ სვეტიცხოველში და უფლის კვართი შევამკეთ ანიტას ულამაზესი თაიგულით. გადავიღეთ ფოტოები მაიმუნთან და თუთიყუშებთან.
ბოლოს კი მოვილოცეთ სამთავროს დედათა მონასტერი. მამა გაბრიელის ლუსკუმას შევწირეთ ტორტი და ულამაზესი ყვავილები. დავაპურეთ გაჭირვებულები ანიტას საყვარელი ხაჭაპურებით.
ძალიან დიდი მადლობა ამ დღის ორგანიზებისთვის Nana Begheladze-ს, ანიტას დიდ გულშემატკივარსა და გასაოცარ გოგოს .
პ.ს. მიყვარხართ, თქვენ მაძლიერებთ!”, – წერს მარიკო სადრაძე.