ვერძი
დღეს პირველ რიგში საკუთარი საქმეები მოაგვარეთ. მოიშორეთ ნეგატიური ფიქრები. დახმარებისთვის მიმართეთ მეგობრებს, უარს არავინ გეტყვით.
კურო
პოზიტიური და წარმატებული დღე გელით. სამსახურის საქმეები სტაბილურად მიგდით, გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან. ფლირტი დასაშვებია.
ტყუპი
შეხვედრებითა და ნაცნობით მდიდარი დღე გელით. გამონახეთ დრო შოპინგისთვის, განაახლეთ გარდერობი. სამსახურში მეტად გამოავლინეთ თქვენი პროფესიონალიზმი.
კირჩხიბი
ოჯახის წევრებთან, ურთიერთობის, გართობის დღეა. დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ და საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
ლომი
აკონტროლეთ სურვილები და ემოციები. დღევადელ დღეს საქმეები შეასრულეთ მშვიდად, აუჩქარებელად. ყურადღება გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას.
ქალწული
დღეს ფორტუნას რჩეული ხართ. წარმატება გელით სამსახურის საქმეებში. უფროსი დაგიფასებთ შესრულებულ საქმეს. არც პირად ცხოვრებაში გელით მოწყენილობა.
სასწორი
სიკეთე კარგია, მაგრამ ზოგჯერ სიმკაცრეც უნდა გამოავლინოთ და ყველას თავისი ადგილი მიუთითოთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.
მორიელი
ნუ დარჩებით მარტო, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა – სამსახურშიც და პირად ურთიერთობაში. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.
მშვილდოსანი
ურთიერთობის, ნაცნობობის, გამოცდილების გაზიარების დღეა. თქვენ გარშემო გავლენიანი ადამიანები შეიკრიბებიან და ეცადეთ დაუმეგობრდეთ მათ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები.
თხის რქა
მოთმინებისა და შრომისუნარიანობის მაგალითი ხართ გარშემო მყოფებისთვის. იმ რაოდენობის საქმეს და ასე ყურადღებით თქვენსავით ვერავინ შეასრულებს. საღამო სიმშვიდეში გაატარეთ, გამოიძინეთ.
მერწყული
ურთიერთობის, სასიამოვნო ემოციების დღეა. ნუ გაჩერდებით უსაქმოდ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს მოგიწყობთ.
თევზები
სასიამოვნო და პოზიტიური დღე გელით. გამონახეთ დრო, საშუალება და გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. საღამოს დაგეგმეთ მაღაზიების შემოვლა.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge/