13 წლის გოგონა სელფის გადაღების დროს მძიმედ დაშავდა

120
SHARE

 

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში 13 წლის გოგონამ სელფის გადაღების დროს ხერხემალი დაიზიანა. ის გროზნოს ცენტრში, ერთ-ერთ გვირაბზე იყო ასული, ტელეფონით სელფის გადაღებას ცდილობდა, რა დროსაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. მას ხერხემალი აქვს გატეხილი.
ადგილობრივმა პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, არასრულწლოვანმა ტრავმა ბეტონის საფარზე ვარდნის შედეგად მიიღო. ვარდნამდე, სიმაღლეზე ასული გოგო მობილური ტელეფონით სელფის გადაღებას ცდილობდა.
მშობლებმა დაშავებული სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანეს. ადგილობრივ პროკურატურაში კი თვლიან, რომ მომხდარი ბავშვის და მშობლების დაუდევრობის შედეგია.
როგორც ირკვევა, სამი წლის წინ გროზნოში 15 წლის ბიჭი დაიღუპა, რომელიც ბეტონის ღობეზე სელფის გადასაღებად აძვრა. კონსტრუქცია დაზიანებული აღმოჩნდა და მოზარდი ქვეშ მოიყოლა.

FB კომენტარები

კომენტარი