13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

98
SHARE

ვერძი
წარმატებული და მშვიდი დღე გელით. ეცადეთ შეინარჩუნით მიღწეული გამარჯვება და კიდევ უფრო გააუმჯობესოთ იგი. კარგი დღეა ფულის დასაბანდებლად.

კურო
თუ თავს მოწყენილად გრძნობთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ. მოერიდეთ ცხიმიან და ცხარე საკვებს. შეადგინეთ თქვენებული დიეტა, – იკვებეთ მცირე ულუფებით და ხშირად.

ტყუპი
სამსახურში იმდენი საქმე დაგიგროვდათ, რომ პირადი ცხოვრებისთვის ვეღარც მოიცლით. მოერიდეთ ინტრიგებს, ჭორებსა და ტყუილებს. ფული მოზომილად ხარჯეთ.

კირჩხიბი
შეიძლება ძველი ან ახლანდელი შეყვარებულის მიმართ გრძნობებმა ახლებურად “გაიღვიძოს” და რომანტიკისა და თავგადასავლების მორევში გადაეშვათ. შეიძლება ახალი რომანი დაიწყოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება თქვენგან მატერიალურ ხარჯს მოითხოვს.

ლომი
ზედმეტად გაღიზიანებული და იმპულსური ხართ. მოერიდეთ ცვლილებებს, უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰერზე. თქვენზე დამამშვიდებლად იმოქმედებს რომანტიკული ან სათავგადასავლო წიგნი ან ფილმი.

ქალწული
სამსახურის საქმეებზე წინ პირადი ცხოვრება დააყენეთ. დააფასეთ ის, რაც გაქვთ და ეცადეთ, კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოთ დამოკიდებულება პარტნიორთან. საკუთარი სიამოვნებისთვის კი ფულის დახარჯვა ნუ დაგენანებათ.

სასწორი
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. თუ მატერიალური კეთილდღეობისა და ბედნიერების მოპოვება გსურთ, საქმიან და სასიყვარულო პარტიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ.

მორიელი
მოერიდეთ ვალების აღებას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კაზინოში თამაში მოგინდებათ. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი აზარტისა და ექსტრემისგან.

მშვილდოსანი
კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად; ფულის სარფიანად დაბანდებისთვის. შრომითა და მიზანსწრაფულობით ნებისმიერ მიზანს მიაღწევთ. შესაძლებლობის მიხედვით დაეხმარეთ ახლობლებს მატერიალურად და მორალურად.

თხის რქა
უხასიათობისა და მოთენთილობის მიუხედავად მეტად უნდა გააქტიურდეთ. ქალებმა ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მამაკაცების უყურადღებობასა და სიცივეზე ნერვები არ მოიშალოთ.

მერწყული
ნუ გადატვირთავთ კუჭს, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. შეამცირეთ ალკოჰოლი, ტკბილი და შუშხუნა სასმელები. მეტად დაისვენთ, არ გადაიღალოთ ფიზიკურად.

თევზები
პლანეტა ვენერას გავლენით ახალი რომანტიკული თავგადასავლები გაგიტაცებთ, რაც სექსუალურ ურთიერთობებში გადაიზრდება და სწრაფადვე დასრულდება. თუ არ გსურთ პრობლემები, მოთოკეთ მისწრაფებები.

FB კომენტარები

კომენტარი