13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

54
SHARE

ვერძი
სამსახურებრივი და საოჯახო ვალდებულებების დასრულების შემდეგ ჩამოწერეთ უქმეებზე შესასრულებელი საქმეების სია. შეეხმიანეთ მეგობრებს და საღამოს მოაწყვეთ მხიარული წვეულება.

კურო
არ წამოგცდეთ ზედმეტი; არ გათქვათ საიდუმლოებები. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გვერდით. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

ტყუპი
ყურადღება მიაქციეთ სხვის იდეებს, მოსაზრებებს. ნუ მოგერიდებათ მათი სათქვენოდ გამოყენება. მუშაობისას იყავით მეტად კრეატიული, შემოქმედებითი.

კირჩხიბი
ყურადღებით იყავით, არავინ მოგატყუოთ. აკონტროლეთ სიტყვა, ქცევა. მოერიდეთ ახლობლებთან გაბუტვას; უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან.

ლომი
კარგი დღეა გაწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ძველი სიყვარული დაბრუნდეს. თუ მარტოხელა ხართ, ისარგებლეთ საბედისწერო მომენტით.

ქალწული
რომანტიკის, ვნების დღეა. შეყვარებულები უფრო ვნებიანები გახდებიან. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა პარტნიორთან. მარტოხელებს მოულოდნელი შეხვედრა და რომანის დაწყება ელით.

სასწორი
სამსახურში, პირად ცხოვრებაში, ფინანსურ საკითხებსა და ბიზნესში წარმატება გელით. მთვარია, გაბედულად იმოქმედოთ.

მორიელი
სამსახურის საქმეები პარალელურად ნურც პირად ცხოვრებას დაივიწყებთ. ზოგი მიხვდება, რომ ცვლილებების დროა. ჩამოყალიბდით რისი მიღწევა გსურთ და გაუმხილეთ იდეები პარტნიორს.

მშვილდოსანი
გადახედეთ შესრულებულ სამუშაოს, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. არ წამოიწყოთ ახლი პროექტები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა

დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. არავის გაუმხილოთ იდეები, გეგმები. მოერიდეთ პოლემიკაში ჩართვას. მშვიდად მოისმინეთ ოპონენტის მოსაზრება. პირადი განცდები მხოლოდ საყვარელ, ახლობელ ადამიანებს გაუზიარეთ.

მერწყული
იმისათვის, რომ შაბათი დილა საწოლში, გაატაროთ, ან საყვარელ ადამიანს პაემანი დაუნიშნოთ, პარასკევს მაქიმალურად უნდა იმუშაოთ. მოემზადეთ, ორშაბათს საქმეებით დატვირთული დღე გელით.

თევზები
სამსახურის შემდეგ საყვარელ ადამიანს სირთულეების დაძლევაში დაეხმარეთ. შეიძლება მთელი დღე “ღრუბლებში დაფრინავდეს”. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი