13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

49
SHARE

ვერძი
კარგი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობის დასაწყებად. ახალ მეგობრებს გაიჩენთ. საღამო ან ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ ან შემოქმედებითი იდეები განახორციელეთ.

კურო
მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად; მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული. პირად ურთიერთობაში ჰარმონია დაისადგურებს. ზოგიერთს საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზი ელის.

ტყუპი
მეტად დაისვენეთ, დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა.

კირჩხიბი
აქტიური დღე გაქვთ და უამრავ საკითხს მოაგვარებთ. მგზავრობა დღის მეორე ნახევარში გადადეთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ან რომანის დაწყება ელით.

ლომი
დღეს საკუთარ თავში შეიძლება ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ, რაც მომავალში პოპულარობასა და

მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. ჩაინიშნეთ ახალი იდეები.

ქალწული
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად და სამეცნიერო თემაზე სამუშაოდ. მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ.

სასწორი
მშვიდი, წყნარი დღე გელით. კარდი დღეა დიეტის დასწყებად, კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. მოულოდნელი შეხვედრა გელით დიდი ხნის უნახავ მეგობართან.

მორიელი
დღეს რა საქმესაც ხელს მოკიდებთ, დაასრულეთ და ნუ გგონიათ, რომ არ გამოგივათ. წარმატება გელით ყველა წამოწყებაში. ზოგიერთს კი – ლატარიაში მოგება.

მშვილდოსანი
ახალ მეგობრებს გაიჩენთ, რომლებიც მომავალში საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებიან. კარგი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

თხის რქა

მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში გარკვევას. მოაგვარეთ საბინაო საკითხი და მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახალი ინფორმაციის მიმართ.

მერწყული
ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები, იდეები. ზოგიერთს სასიამოვნო ცვლილებები ელის ცხოვრებაში. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. დილას ივარჯიშეთ, კარგია დიეტის დაწყებაც.

თევზები
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, კოლეგებს მეგობრულ გარემოში შეხვდით. არ გაგიჭირდებათ რთული საკითხების მოგვარება, საოჯახო საქმეების შესრულება.

FB კომენტარები

კომენტარი