NASA – თებერვლის ბოლოს ექვსი პლანეტა ერთ ხაზზე გამოჩნდება

თებერვლის ბოლოს ცაზე ე.წ. პლანეტების „პარადის“ ხილვა შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ NASA-მ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია.

სააგენტოს ცნობით, 28 თებერვალს მზის ჩასვლის შემდეგ საღამოს ცაზე ერთდროულად ექვსი პლანეტა გამოჩნდება — მერკური, ვენერა, ნეპტუნი, სატურნი, ურანი და იუპიტერი. ისინი ჰორიზონტის გასწვრივ ერთ ხაზში განლაგდებიან, რაც დამკვირვებლებისთვის შთამბეჭდავ ასტრონომიულ სანახაობას შექმნის.

NASA განმარტავს, რომ ამინდის ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში შეუიარაღებელი თვალით ოთხი პლანეტის დანახვა იქნება შესაძლებელი — მერკურის, ვენერას, სატურნისა და იუპიტერის. რაც შეეხება ურანსა და ნეპტუნს, მათი დაკვირვება მხოლოდ ორსათვალიანი ოპტიკური ხელსაწყოს ან ტელესკოპის გამოყენებით გამოყენებით გახდება შესაძლებელი.

ასტრონომები აღნიშნავენ, რომ „პლანეტების აღლუმი“ იშვიათ მოვლენად მიიჩნევა, თუმცა სრულყოფილი გეომეტრიული განლაგება პრაქტიკულად არ ხდება — პლანეტები ერთმანეთისგან დიდ მანძილზე მდებარეობენ და ჩვენთვის ერთ ხაზში მხოლოდ პერსპექტივის გამო ჩანან.

ცის მოყვარულებს რეკომენდაცია ეძლევათ, მზის ჩასვლის შემდეგ დასავლეთის მიმართულებით გახედონ ჰორიზონტს და ქალაქის განათებას მაქსიმალურად მოერიდონ, რათა ხილვადობა გაუმჯობესდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები