12 წლის თიკა თედორაძე, რომლის ოჯახიც ხელვაჩაურის მეწყერს შეეწირა, სექტემბრიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას მიიღებს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, 12 წლის თიკა, რომლის ოჯახიც ხელვაჩაურის მეწყერს შეეწირა, სექტემბრიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას მიიღებს.

,,ეს 12 წლის თიკა თედორაძეა, რომლის მთელი ოჯახი ხელვაჩაურის საშინელ მეწყერს შეეწირა. თიკა ახლა დეიდასთან ცხოვრობს, სოფელ ისრითში და იქ აგრძელებს სწავლას. თიკა დეკემბრიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას მიიღებს, დღეს კი სოფელში ვესტუმრეთ და, ევროპული სკოლის თანადგომით, შესანიშნავი პირადი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ”, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები