1. ინტერესდება როგორ ჩაიარა შენმა დღემ. თუ ბევრ შეკითხვას გისვამთ როგორ ჩაიარა თქვენმა დღემ, იყო თუ არა ის მძიმე და ა.შ, ე.ი ცდილობს გამონახოს გზა, თუ როგორ გაგაბედნიეროთ. თუ ამ ყველაფერს აკეთებს, სავარაუდოდ იმაზეც იფიქრებს საწოლში რა გაგახალისებთ. ეს კი კარგი დასაწყისისია.
2. იცის როგორ შეგეხოთ. გეხებათ ხელზე ან გიკეთებთ მასაჟს ისე, რომ სიამოვნებისგან გული მიგდით? ეს გარანტიას გაძლევთ, რომ მან იცის საკუთარი საქმე ოსტატურად.
3. თავს გაგრძნობინებთ ბრწყინვალედ, ულამაზესად. ადამიანთან, რომლისთვისაც თქვენ განუმეორებელი ხართ, სექსიც მილიონჯერ უკეთესია. ამ შემთხვევაში თქვენ თავს ყოველთვის თავდაჯერებულად იგრძნობთ.
4. სუპერ ამბიციურია. გყოლიათ ისეთი პარტნიორი, რომელიც ძალიან ზარმაცი იყო? აბა გაიხსენეთ საწოლში იგივენაირად თუ არ იქცეოდა. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასე არაა, მაგრამ ზოგადად თუ ვისაუბრებთ, შრომისმოყვარე და ამბიციური კაცები არც საწოლში ცხრებიან.
5. ძალიან კარგად ცეკვავს. ცეკვის დროს ელასტიური და მოქნილი ბიჭი საწოლშიც ასეთივეა
6. ინტენსიურად ამყარებს თქვენთან თვალებით კონტაქტს. თუ თვალებით კონტაქტი არ გამოსდის, ნერვიულობს და დაბნეულია, ის საწოლშიც ასეთი იქნება. აი იმ მამაკაცებთან კი, ვინც თქვენთან ინტენსიურად კონტაქტობს თვალებით იქამდე, სანამ ნერვიულობაც კი დაგეწყებათ, ნამდვილად დაუვიწყარი ღამეები გელით.
7. არ არის შემტევი. თუ თქვენ კოცნას მამაკაცი ენერგიულად არ უპასუხებს და განაგრძობს ნელა, უსიცოცხლოდ, ასეთივე ბედი გელით ლოგინშიც.
8. არ გკიცხავთ. თუ თქვენ ყველა ჭირვეულობას ადვილად იტანს და არ გკიცხავთ, სავარაუდოდ, საწოლში არც თქვენ შეცდომებზე გაამახვილებს ყურადღებას.
9. ხელებს მომხიბვლელად იყენებს. როდესაც ის საუბრის დროს ხელებს ძალიან შთამბეჭდავად ამოძრავებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მან იცის რასაც აკეთებს.
10. როდესაც თხოვ რაღაცის კეთება შეწყვიტოს და ის გიჯერებთ. მაგალითად, თხოვთ აღარ იხუმროს ისეთ რამეზე, რაც თქვენ გრძნობებს ეხება, ის მაშინვე გიჯერებთ და გიბოდიშებთ, ის, სავარაუდოდ, იგივეს გააკეთებს საწოლშიც. შესაძლოა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტიც იყოს საერთოდ.
11. თავს გრძნობ გულწრფელად და კომფორტულად მასთან. თუ თავს გრძნობ მასთან ძალიან კარგად და ფიქრობ, რომ პატივს გცემს, ეს ნიშნავს, რომ ის ყველაფერს იმახსოვრებს და ინიშნავს შენზე.
12. სანდო ადამიანია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანს არ ენდობი, საწოლში მაინც და მაინც ცუდი უნდა იყოს, თუმცა არც ფანტასტიური იქნება.