12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თავისუფალი დრო ჯობია თქვენს გარეგნობასა და იმიჯზე ზრუნვას დაუთმოთ. ივარჯიშეთ, მოაწესრიგეთ და გადაახალისეთ თქვენი გარდერობი.

კურო

გადახედეთ თქვენს ახლობლების წრეს, ახლა სრულიად იოლად შეძლებთ გათავისუფლდეთ უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობებისა და მავნე ჩვევებისგან.

ტყუპები

შესაძლოა სამსახურში ახალმა პროექტებმა დიდი ემოციები და ვნებათაღელვა გამოიწვიოს კოლექტივში და ღონისძიებების განსხვავებული ორგანიზება და საქმეების მიმდინარეობის კორექტირება დაგჭირდეთ.

კირჩხიბი

თავდაჯერებულობა და კონცენტრაცია მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, სრულიად გამოავლენს თქვენს ორგანიზატორულ ნიჭს და სწრაფად დაარწმუნებს ირგვლივმყოფებს თქვენს მოხერხებულობასა და შესაძლებლობებში.

ლომი

ნუ გადაიტვირთებით სამსახურეობრივი საქმეებით, იზრუნეთ სიმშვიდესა და სასიამოვნო განწყობაზე. გაინებივრეთ თავი.

ქალწული

შესაძლოა შემთხვევითი ურთიერთობების დროსაც კი მოიპოვოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ მიზნის მიღწევას.

სასწორი

სწორად და გულმოდგინეთ შეუდექით საქმეს, დიდია ალბათობა მიიღოთ დამატებითი შემოსავალი და მნიშვნელოვნად გაამყაროთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა.

მორიელი

იყავით მეტად თავდაჭერილი, ნუ აჰყვებით მითქმა-მოთქმას, ნუ მოუსმენთ ჭორებს და თქვენც ნუ იქნებით მათი გავრცელების თანამონაწილე, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები, როგორც პირად ასევე პროფესიულ საქმიანობაში.

მშვილდოსანი

ახლა მეტად გაგიადვილდებათ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი საქმიანობა, მოიკრიბეთ ძალა, ენერგია და დაშვებული შეცდომებიც გამოასწორეთ.

თხის რქა

საჭიროების შემთხვევაში მეგობრების იმედი იქონიეთ, ისინი გიკარნახებენ, სწორ გზას და გიჩვენებენ მიმართულებას რომელიც რთული მდგომარეობიდან გამოგიყვანთ.

მერწყული

იყავით სამართლიანი და გულმოწყალე, მაგრამ ნურავის მისცემთ უფლებას გამოგიყენონ ინტრიგებისა და ჭორებისათვის.

თევზები

იყავით ფხიზლად და ყურადღებით ფინანსებთან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილოთ შენაძენის გამო იმედგაცრუება და კრიტიკა ოჯახის წევრებისგან.

კომენტარები

სხვა სიახლეები