ვერძი
ფლირტისა და რომანტიკის განწყობაზე ხართ. შესაძლოა არსებული ურთიერთობა გაასერიოზულოთ. დაქორწინებულებს კი სიფრთხილე მართებთ, რათა წუთიერი გატაცების გამო მათ ოჯახურ მდგომარეობას საფრთხე არ შეექმნას.
კურო
ნებისმიერ სფეროში გაგიმართლებთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. მოერიდეთ ფულის დაბანდებას; საეჭვო საქმიანობის წამოწყებას.
ტყუპი
თუ საქმეებსა და ვალდებულებებს დროულად არ მიხედავთ, შენიშვნას დაიმსახურებთ. რაც მალე დაიწყებთ მუშაობას, მით მალე მორჩებით და გართობის დროც დაგრჩებათ.
კირჩხიბი
დღეს იმდენად ენერგიული და მომართული იქნებით, რომ სამსახურის საქმეებსაც დროულად მოაგვარებთ, საოჯახო საქმეებსაც მიხედავთ და ნათესავების მოკითხვისთვისაც გამონახავთ დროს. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს.
ლომი
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, საკუთარი საქციელი ყოველთვის ობიექტურად შეაფასეთ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.
ქალწული
ნუ ეცდებით რთული საქმეების შესრულებას. მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან. საღამოს შინაური წვეულება მოაწყვეთ. მეუღლე მზრუნველობითა და სიყვარულით გაანებივრეთ.
სასწორი
პარტნიორებთან და უფროსთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან; დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას.
მორიელი
დილიდან რომანტიკულ განწყობაზე იქნებით; გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. გაფრთხილდით, არ გაცივდეთ.
მშვილდოსანი
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას, დამატებით სამუშაოს. დაასრულეთ უკვე დაწყებული პროექტები და მეტი დრო მოიტოვეთ დასვენებისა და გართობისთვის.
თხის რქა
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლებისა და შვილების მიმართ.
მერწყული
კარგი დღეა საჭირო ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის დაგროვებისთვის. თუმცა. შეძლებისდაგვარად, ყველა ნიუანსი გადაამოწმეთ.
თევზები
დღეს პრობლემების მოგვარებას მარტივად შეძლებთ. თქვენი დამხმარე შეიძლება სრულიად უცნობი ადამიანი გახდეს, რომელსაც საბოლოოდ დაუმეგობრდებით.
წყარო: www.astrologi.ge