ვერძი
აგრესიულობამ და ლიდერობის სურვილმა შეიძლება კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა გაგირთულოთ. ამ დღეს ანგარიშს არავის უწევთ. თქვენმა შეცდომებმა და ეგოცენტრულობამ შეიძლება ფინანსური ზარალი ან დიდი სკანდალი გამოიწვიოს.
კურო
ფინანსურ საქმეებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. შესაძლოა, ზოგიერთ ნაცნობთან ურთიერთობის ფორმის შეცვლა მოგიწიოთ. სახელმწიფო ან საზოგადოებრივ დაწესებულებებთან ურთიერთობის დროს მეტი თავშეკავება გამოიჩინეთ. დიპლომატიურობის წყალობით, კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას შეძლებთ. თავი შეიკავეთ ექსპერიმენტებისგან და ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ.
ტყუპები
პასიური დღეა, რომელიც შეიძლება ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდეს თქვენივე სისუსტეების გამო. თქვენ ირგვლივ ყველაფერი თითქოს თქვენს შინაგან სამყაროს ირეკლავს. უარი თქვით იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომლებიც არ მოგწონთ. ახლობლებზე თქვენი ზრუნვა გადაჭარბებულია. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამან შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.
კირჩხიბი
სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა, რაც უამრავი კონფლიქტური სიტუაციის განეიტრალებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ მოვალეობებზე უარის თქმა თქვენს ავტორიტეტს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. უარი თქვით ექსპერიმენტებზე და კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ.
ლომი
მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, თორემ შეიძლება პროფესიულ საქმიანობაში თუ პირად ცხოვრებაში გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვათ. მეტისმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება ფინანსური ზარალი ან სკანდალი გამოიწვიოს. გამორიცხული არაა, რომ უფროსობასთან პრობლემები შეგექმნათ და სხვა სამსახურის ძებნა მოგიწიოთ.
ქალწული
პასიური დღეა, ამიტომ ზედმეტი აქტიურობისგან თავის შეკავება ჯობს. ამ დღეს არავის ანგარიშს არ უწევთ. გარშემომყოფი ადამიანების მოსაზრებები თქვენში ეჭვს იწვევს. მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას უნდა მიაქციოთ. გახსოვდეთ, დიეტა და სუფთა ჰაერი უამრავი დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა.
სასწორი
შესანიშნავი დღეა საქმიანი გარიგებებისთვის, მოლაპარაკებებისა და მივლინებებისთვის. წარმატების მისაღწევად უარი თქვით ექსპერიმენტებზე და კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ. ეცადეთ, მიუტევოთ და წყენა დაივიწყოთ. წვრილმან უსიამოვნებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, გავა დრო და ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.
მორიელი
უკიდურესად ნეგატიური დღეა. მოსალოდნელია ტრავმები, კატასტროფები, დაკარგვა და ზარალი. უარი თქვით ოპერაციებსა და ყველაფერზე, რაც რისკთანაა დაკავშირებული. ნებისმიერ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან, თუ მეტად წინდახედული და გონიერი იქნებით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი სითბოს გამოჩენა გმართებთ.
მშვილდოსანი
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღლდება. იმატებს შემოქმედებითი შესაძლებლობები, ინტუიცია და სექსუალურობა. ეს დღე თქვენი შემოქმედებითი აღმავლობის დასაწყისია, თუმცა მოვლენები შეიძლება თქვენთვის არასასურველად განვითარდეს და ამის მიზეზი თქვენივე სისუსტეები იქნება. ამ დღეს გარე სამყარო თქვენს შინაგან სამყაროს აირეკლავს. სულიერი წონასწორობა დაგეხმარებათ ამ დღის ნეგატიური ტენდენციის დასაძლევად.
თხის რქა
არახელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. ოჯახური თუ ინტიმური ურთიერთობისთვის. ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი უკიდურესად შემცირებულია. სავარაუდოდ, ყველა საქმე წარუმატებლობისთვისაა განწირული, რაც ფინანსურ ზიანს ან ავტორიტეტის დაკარგვას გამოიწვევს. მოსალოდნელია ნერვული სტრესი და განწყობის ხშირი ცვლა.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა ხანმოკლე მოგზაურობისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. საქმიან პარტნიორებთან შეხვედრისას გირჩევთ, სწორი მომენტი შეარჩიოთ და სწორი აქცენტები დასვათ. სავარაუდოდ, თქვენი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. უარი არ თქვათ კოლეგებისა და მეგობრების დახმარებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში წარუმატებლობა გელით. შესანიშნავი დღეა ხელოვანი ადამიანებისთვის.
თევზები
მოსალოდნელია თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს ყველაზე ხელსაყრელი დღეა პროფესიული და პირადი საკითხების მოსაგვარებლად.