ვერძი
კარგი დღეა სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. გააფორმებთ დიდხნიან და სარფიან ხელშეკრულებებს. გამოგიჩნდებიან გავლენიანი მფარველები. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ პაემანს მოგიწყობთ.
კურო
პოზიტიური, სასიამოვნო მომენტებით აღსავსე დღე გელით. წარმატების მისაღწევად მეტად გარჯა მოგიწევთ. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად. პირადი ცხოვრება სიურპრიზებს გიმზადებთ.
ტყუპი
სასიამოვნო მომენტებით აღსავსე კეთილი დღე გელით. ნუ გამოაკლდებით კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს. მოსალოდნელია გავლენიანი ადამიანების გაცნობა.
კირჩხიბი
საქმეებით დატვირთული დღე გელით. ეცადეთ მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციოთ დეტალებს. საღამოს ოჯახის წევრებს დღესასწაული მოუწყვეთ გემრიელი კერძებითა და გართობით.
ლომი
ფორტუნა გწყალობთ და ეცადეთ, გამოიყენოთ დღევანდელი დღე, რათა მოაგვაროთ მნიშვნელოვანი საკითხები. გააფორმოთ სარფიანი ხელშეკრულებები. პირადი ცხოვრება სასიამოვნო მომენტებით იქნება აღსავსე.
ქალწული
სიურპრიზებით აღსავსე დღე გელით. ეცადეთ, ცნობისმოყვარეებს პირადი საიდუმლოებები არ გაუმხილოთ. გარშემო პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ. საღამოს მნიშვნელოვანი ზარი გელით.
სასწორი
საინტერესო დღე გელით. ენერგიული ხართ და ყველა ვალდებულებას მარტივად გაართმევთ თავს. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
მორიელი
წარმატებული დღე გელით. ახალი საქმეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე საკითხებს. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.
მშვილდოსანი
საოცარი დღე გელით. სურვილი ბოლომდე ჩაფიქრებული არ გექნებათ, რომ ისინი უკვე აგისრულდებათ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, უფროსებთან (ასაკითაც და თანამდებობითაც). ოჯახის წევრები სიურპრიზს გიმზადებენ.
თხის რქა
მოიშორეთ უსიამოვნო ფიქრები და დაიწყეთ იდეების განხორციელება. დღე პოზიტიური მოვლენებით იქნება აღსავსე. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით.
მერწყული
პოზიტიური და მეგობრული დღე გელით. დილიდან შეუდექით საქმეების, მოვალეობების შესრულებას. მოსალოდნელია შეხვედრა სოლიდურ ადამიანებთან, ხელშეკრულებების გაფორმება. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით.
თევზები
მხიარული და კეთილი დღე გელით. სამსახურში კოლეგები ეცდებიან ისევე კარგად იმუშაონ, როგორც თქვენ, საოჯახო საქმეების შესრულებაში კი ბადალი არ გყავთ. ნუ აეჭვიანებთ საყვარელ ადამიანს.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge