12 საინტერესო ფაქტი სიზმრის შესახებ, რომელიც აქამდე არ იცოდით

579
SHARE

1) ძილის დროს ადამიანი ხანდახან პარალიზებულია.
2) სურვილის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ჩვენი სიზმრები.
3) ხშირად სიზმარი უკავშირდება ორგანიზმის მოთხოვნილებას, მაგალითად, თუ ადამიანს ძილის დროს შია, მას ესიზმრება, თუ როგორ ჭამს იგი.
4) სიზმარში შეიძლება არსებობოდეს რამდენიმე განცდა, სხვადასხვა მომენტში, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ერთმანეთს.
5) სიზმრების დამახსოვრება ძალიან რთულია, იმდენად, რომ გამოღვიძებულ ადამიანს შეიძლება არც კი ახსოვდეს, ნახა თუ არა სიზმარი (მაგრამ, ზოგი მეცნიერის ვარაუდით, ადამიანი სიზმარს ყოველთვის ხედავს, უბრალოდ იგი ვერ ახერხებს მის დამახსოვრებას, იმახსოვრებს მხოლოდ იმ სიზმარს, რომელიც მის გონებაზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს, მაგალითად, ანერვიულებს, ან შეაშინებს.
6) სიზმრებში ხშირად ვხედავთ ისეთ საგნებს, რომლებიც წარმოუდგენელია, შეგვხვდეს რეალობაში.
7) ზოგი ადამიანი სიზმარს მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში ხედავს.
8) ძილის სწრაფი ფაზა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, შემჩნეული იქნა, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღვიძებენ სწრაფი ფაზის დროს, ხდებიან აგრესიულები და შეშინებულები, მათ მცირე დოზით უქვეითდებათ მეხსიერება და ზოგ შემთხვევაში ჰალუცინაციები ემართებათ.
9) ბრმა ადამინებიც ხედავენ სიზმრებს.
10) ბოლო კვლევების თანახმად, დედამიწაზე არსებული ყველა ძუძუმწოვარი ხედავს სიზმრებს.
11) სტატისტიკის მიხედვით, პატარა ბავშვებს უფრო ხშირად ესიზმრებათ კოშმარები, ვიდრე მოზრდილ ადამიანებს (საუბარია 3-6 წლამდე ბავშვებზე).
12)  დიდი აღმოჩენების უმეტესობა, ძილშია გაკეთებული.

FB კომენტარები

კომენტარი