12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

80
SHARE

ვერძი
ნებისმიერი სირთულის საქმეს მარტივად გაუმკლავდებით. ფული მოზომილად ხარჯეთ. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

კურო
ბედნიერი მომენტებით აღსავსე დღე გელით. კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად; გარდერობის გასახლებლად. პირად ცხოვრებაში სიურპრიზი გელით.

ტყუპი
დღეს თქვენს აზრს კოლეგებიც გაითვალისწინებენ და კონკურენტებიც. თუმცა, ნუ იტრაბახებთ მიღწევებით. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
ზოგისთვის კარგი დღეა მოგზაურობის დაწყებისა და მგზავრობისთვის. ზოგს სამსახურის საქმეების გამო გვიანობამდე სამსახურში მოუწევს დარჩენა. საღამო საინტერესო შეხვედრებს გპირდებათ.

ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას, გარდერობის განახლებას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
ზოგიერთს საქმეების მოგვარება, ზოგს მეგობრებთან ერთად ბუნებაში გამგზავრება ელის. საღამო მყუდრო გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ.

სასწორი
საქმეებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ დასვენებასაც ნუ დაივიწყებთ. საღამოს შეიარეთ მაღაზიებში. პირად ცხოვრებაში რომანტიკული თავგადასავალი გელით.

მორიელი
შეხვედრებით მდიდარი დღე გელით. დღეს ყველას სურს თქვენთან შეხვედრა. სწრაფად მოაგვარეთ საქმეები და შინ გაეშურეთ. სტუმრები გელოდებიან.

მშვილდოსანი
აკონტროლეთ ემოციები, განსაკუთრებით, საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა
ნუ ხართ ზედმეტად მომთხოვნი გარშემო მყოფების მიმართ, იყავით მეტად პოზიტიური. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან, იყავით მეტად რომანტიკული.

მერწყული
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და ნუ მოცდებით გართობაზე. პირად ცხოვრებაში სტაბილურობა გელით, თუმცა, საყვარელი ადამიანის ჭირვეულობა უნდა აიტანოთ.

თევზები
ენერგიული ხართ და დაგროვილ საქმეებს სწრაფად გაუმკლავდებით. თუმცა, გარშემო მყოფების ყველა პრობლემის მოგვარებას თქვენ ნუ ითავებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

Comments

comments