“არ დაქორწინდეთ” – რას გვირჩევენ ასტროლოგები

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ვე­ნე­რა სი­ლა­მა­ზის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტაა. ახლა იგი კონ­სერ­ვა­ტი­ულ, სე­რი­ო­ზულ და თავ­შე­კა­ვე­ბულ თხის რქა­შია. 19 დე­კემ­ბრი­დან კი რეტ­როგ­რა­დულ სვლას და­ი­წყებს თხის რქის 26-ე გრა­დუ­სი­დან და დაბ­რუნ­დე­ბა მე-11-ში, 2022 წლის 29 იან­ვრამ­დე.

ვე­ნე­რა ას­ტრო­ლო­გი­ა­ში არის ყვე­ლა­ფე­რი, რაც მომ­წონს (გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი, ჩაც­მუ­ლო­ბა, ვარ­ცხნი­ლო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი), რაც სი­ა­მოვ­ნე­ბა­სა და კომ­ფორ­ტს მა­ნი­ჭებს. ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ამას­თან ფი­ნან­სებ­საც გა­ნა­გებს და სი­ლა­მა­ზე­საც. ვე­ნე­რას რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლის დროს ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბას პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის და სი­ლა­მა­ზის ნემ­სე­ბის გა­კე­თე­ბას არ გირ­ჩევთ. ეს პე­რი­ო­დი უმ­ჯო­ბე­სია, და­უთ­მოთ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, გა­და­ფა­სე­ბის, გა­და­კე­თე­ბის დროა (თუნ­დაც ადრე ნა­ყი­დი სა­მო­სის). ან სუ­ლაც დრო­მოჭ­მუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რის დას­რუ­ლე­ბის. ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბის – ადრე მომ­წონ­და ახლა გე­მოვ­ნე­ბა შე­მეც­ვა­ლა.

რად­გან ვე­ნე­რა გრძნო­ბე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტაა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ყო­ფი­ლებ­თან შე­გახ­ვედ­როთ. ახა­ლი ძა­ლით იფეთ­ქოს ძველ­მა გრძნო­ბამ. აი, აღად­გენთ თუ არა მათ­თან კავ­შირს ეს უკვე თქვენ­ზე და თქვენს ნა­ტა­ლურ რუ­კა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მობ­რუ­ნე­ბულ ადა­მი­ან­თან უნდა გა­და­ხე­დოთ თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბას, გა­მო­ას­წო­როთ, და­ას­რუ­ლოთ, მი­ი­ღოთ ის შე­დე­გი, რაც გან­შო­რე­ბის გამო ვერ მი­ი­ღეთ.

ვე­ნე­რა არის ფი­ნან­სე­ბიც და რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლის დროს და­ფიქ­რდე­ბით: მაკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი, რა უნდა მო­ვი­მოქ­მე­დო, რომ გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სო ჩემი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუნ­დეთ ძველ სამ­სა­ხურ­ში, ან მი­უბ­რუნ­დეთ ძველ პრო­ექ­ტებს, მი­ტო­ვე­ბულ შე­მოქ­მე­დე­ბით იდე­ებს.
ახლა რეტ­როგ­რა­დულ სვლას ვე­ნე­რა თხის რქა­ში გა­ა­კე­თებს. წლე­ბის წინ ასეთ მო­ნაკ­ვე­თი მან გა­ი­ა­რა 2013 წლის 22 დე­კემ­ბრი­დან 2014 წლის 31 იან­ვრამ­დე გა­იხ­სე­ნეთ, რა მოხ­და მა­შინ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში სა­ყიდ­ლე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სი­ლა­მა­ზის სფე­რო­ებ­ში.

რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რას დროს არ გირ­ჩევთ და­ქორ­წი­ნე­ბას: შე­იძ­ლე­ბა მა­ლე­ვე გან­ქორ­წინ­დეთ ან მიხ­ვდეთ, რომ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას არ გა­ი­ნი­ჭებთ. ამ დროს არც ნიშ­ნო­ბას გირ­ჩევთ. მო­ე­რი­დეთ ექ­სპე­რი­მენ­ტებს ჩაც­მუ­ლო­ბა­ში, გა­რეგ­ნო­ბა­სა და ვარ­ცხნი­ლო­ბა­ში. მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის (ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის) შე­ძე­ნას. აგ­რეთ­ვე, არ გირ­ჩევთ არც ვა­ლის აღე­ბას, შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ჭირ­დეთ დაბ­რუ­ნე­ბა და არც გა­ცე­მას, შე­იძ­ლე­ბა სულ და­კარ­გოთ ფული. ნუ გახ­სნით სი­ლა­მა­ზი­სა და სამ­კერ­ვა­ლო სა­ლონს, ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ას, ეს­თე­ტი­კურ ცენ­ტრს და სა­კონ­დიტ­რო­საც – ვე­ნე­რა გე­მოვ­ნე­ბა­ში ტკბი­ლის სიმ­ბო­ლოა.

და­აკ­ვირ­დით პე­რი­ო­დებს 11-15, 24-28 დე­კემ­ბე­რი და 2022 წლის 28 თე­ბერ­ვა­ლი-3 მარ­ტი. ამ დროს რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა თხის რქა­ში შეხ­ვდე­ბა პლუ­ტონს. ეს უკა­ნას­კნე­ლი არის მკაც­რი ქი­რურ­გი და მო­გა­ცი­ლებთ ყვე­ლა­ფერ იმას, რა­მაც თა­ვი­სი თავი ამო­წუ­რა. სე­რი­ო­ზუ­ლი ტრანსფორ­მა­ცია გვე­ლის ფი­ნან­სე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის თე­მებ­ში. გა­და­ყა­რეთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მო­სი, მო­ი­ცი­ლეთ უსარ­გებ­ლო ნივ­თე­ბი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვით გა­და­ი­კე­თოთ ადრე გა­კე­თე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია.

2022 წლის 9 იან­ვარს ვე­ნე­რა შეხ­ვდე­ბა მზეს და გა­მო­ა­ნა­თებს თა­ვის ყვე­ლა სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბას. ეს არის კარ­გი დღე სურ­ვი­ლის ჩა­სა­ფიქ­რებ­ლა­დაც. სხვა­თა შო­რის, სურ­ვი­ლის ჩა­სა­ფიქ­რებ­ლად, რა თქმა უნდა, სიყ­ვა­რუ­ლის თე­მა­ზე, 5 იან­ვა­რიც სა­უ­კე­თე­სო დღეა.

რაც შე­ე­ხე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რას გავ­ლე­ნას ფი­ზი­კურ დო­ნე­ზე. ვე­ნე­რა რომ ტკბი­ლე­უ­ლია უკვე ვთქვი. შე­ამ­ცი­რეთ ტკბი­ლე­უ­ლი­სა და ფქვი­ლე­უ­ლის ჭამა, ლუ­დის სმა. აკონ­ტრო­ლეთ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ფონი, მო­უფრ­თხილ­დით თირკმე­ლებს, რეპ­რო­დუქ­ცი­ულ სის­ტე­მას.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა ყვე­ლა­ზე მე­ტად? პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, თხის რქებ­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­ზე, ვინც და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს პირ­ველ-16 იან­ვარს. 2-19 ივ­ლისს და­ბა­დე­ბულ კირჩხი­ბებ­ზე; 31 მარ­ტი­დან 16 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბულ ვერ­ძებ­სა და სას­წო­რებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­ზე, ვისი და­ბა­დე­ბის დღეც უწევს: 3-20 ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ოდ­ში. აგ­რეთ­ვე, პირ­ველ-17 მარტს და­ბა­დე­ბულ თევ­ზებ­სა და 3-19 ნო­ემ­ბერს და­ბა­დე­ბულ მო­რი­ე­ლებ­ზე; პირ­ველ-17 მა­ისს და­ბა­დე­ბულ კუ­რო­ზე; 3-19 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბულ ქალ­წუ­ლებ­ზე.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები