28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
არსებობს შანსი, რომ თქვენი დანაზოგი გაორმაგდეს. გაითვალისწინეთ, თუ მფარველებისა და დამფინანსებლების მიმართ არსებული ძველი წყენის დავიწყებას შეძლებთ, სამსახურებრივ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ.

კურო
შესაფერისი დღეა წარმოების გაფართოებისა და ფირმის წარმომადგენლობების სხვადასხვა ადგილას გახსნისთვის. სასურველია, ფინანსური ოპერაციის ჩასატარებლად ყველა პირობა უზრუნველყოთ. თანაც, ამის გაკეთება მაქსიმალურად მოკლე დროში, დიდი შრომის ფასად მოგიწევთ.

ტყუპები
ამ დღეს გამოვლინდება თქვენი უნარი, გამოიყენოთ ყველაფერი საუკეთესო მათ შორის, რაც გარს გახვევიათ. სწრაფი აფრენის იმედი ნუ გაქვთ – გზა გრძელი და ხანგრძლივი იქნება.

კირჩხიბი
ამ დღეს ბედი გაუღიმებს ბიზნესმენებს, სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებსა და მაღაზიების თანამშრომლებს. თუმცა, მხოლოდ მათ არა. დღე წარმატებულად ჩაივლის სტუდენტების, ჟურნალისტებისა და ადვოკატებისთვის. დროა, ისწავლოთ და ასწავლოთ, აითვისოთ ახალი პროფესიები და ურთიერთობის წრე გააფართოოთ.

ლომი
ლომების ერთ ნაწილს საკუთარი ეგოიზმი დააზარალებს, ხოლო მეორეს – მეგობრებისა და მფარველების გადაჭარბებული თვითშეფასება, რამაც შესაძლოა, ასევე, კონფლიქტი წარმოშვას. თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ღონისძიებებზე წასვლისგან. ხმაურიანი გართობა ამჯერად სიამოვნებას არ მოგანიჭებთ.

ქალწული
შესაძლოა, უბრალოდ, შემთხვევამ თქვენი პროფესიული გეგმები შეცვალოს და მათი განხორციელება გაურკვეველი დროით გადადოს. ნუ ენდობით არარეალურ დაპირებებს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავსა და ღვიძლს.

სასწორი
ამ დღეს განვითარებული მოვლენები წონასწორობას დაგირღვევთ. წყენის დავიწყება გაგიჭირდებათ. საკუთარი შრომისუნარიანობისა და წარმოუდგენელი მოთმინების უნარის დამსახურებით დასახულ მიზანს მიაღწევთ. გამოიჩინეთ სიჯიუტე და ნუ დაივიწყებთ ჩანაფიქრებს. თან არ დაგავიწყდეთ, გაითვალისწინოთ გამოცდილი ადამიანების რჩევები.

მორიელი
ამ დღეს ინტუიცია ნამდვილად გაგიმართლებთ. წარმატება ელოდებათ იმ მორიელებს, რომელთა საქმიანობა ფერწერას, მუსიკასა და ლიტერატურას უკავშირდება. არ გამოირიცხება მნიშვნელოვანი შეხვედრები და ნაცნობობა, შესაძლოა, რაიმე ნახატი ან ძველი ნივთი შეიძინოთ.

მშვილდოსანი
საკუთარი შრომისუნარიანობისა და ენერგიულობის დახმარებით ცხოვრების დაგეგმვას უფრო მკვეთრად შეძლებთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ შორ ქვეყნებში მოგზაურობას და ჩვეული კლიმატისა და კვების რეჟიმის შეცვლას.

თხის რქა
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები შეგექმნებათ. შესაძლოა, ყურთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემა იყოს. განსაკუთრებით მოერიდეთ ხანგრძლივად ნესტიან ადგილებში ყოფნას. მნიშვნელოვანია, ორგანიზმის შლაკებისგან გათავისუფლების პროცედურა ხშირად შეასრულოთ.

მერწყული
ჯანმრთელობის არასტაბილურ მდგომარეობას ემოციური შფოთვა დაემატება. გამომწვევი მიზეზი კი თქვენი განწყობა და მატერიალური მდგომარეობა იქნება. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და მიმართეთ გამოცდილ სპეციალისტებს.

თევზები
თქვენთვის სწავლის პროცესი სირთულესთან და წარმოუდგენელ შრომასთან ასოცირდება. არ გამოირიცხება კონფლიქტური სიტუაციები მასწავლებელთან, კლასელებთან ან კურსელებთან. მოგიწევთ, მუდმივად აიძულოთ საკუთარი თავი, იმეცადინოთ. როგორც კი სიზარმაცეს დაძლევთ, მიხვდებით, რომ მიღებული ცოდნა სიამოვნებას განიჭებთ და პირველ წარმატებას დაუყოვნებლივ შეამჩნევთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები