“სასწრაფოდ უნდათ შველა ამ ბავშვებს!” – მთაწმინდაზე გადაღებული შოკისმომგვრელი ფოტოები

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომლებიც მთაწმინდის პარკშია გადაღებული და რომლებსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პედიატრი, ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„გამისკდა გული!

ვინმე ქეთი „ექიმი“ 1 კვირის ახალშობილს ტვინს ურყევს და ამას მშობლები აპლოდირებენ იმის მაგივრად, რომ უჩივლონ!

გავარკვიე, ანტივაქსერების სექტაც ყოფილა, ამისთანებმა შემოაბრინეს დავიწყებული საშიში დაავადებები! მოკლედ, სასწრაფოდ უნდაღ შველა ამ ბავშვებს! დედებს ავუხსნათ, რა საფრთხეს უქმნიან საკუთარ შვილებს ამ ვაი-ექიმის ხელში“, – წერს ქეთი ლობჟანიძე.

არსებული ინფორმაციით, ქეთევან მერაბიშვილი საქართველოში სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიას არ ფლობს, აზერბაიჯანში კი მისი მკურნალობის უჩვეულო მეთოდების შესწავლის მიზნით სისხლის სამართლის საქმეც კი იყო აღძრული.

კომენტარები

სხვა სიახლეები