11 წლის ფრენკ ჯიაცომ აშშ-ის პრეზიდენტს გაზონის მოვლა უფასოდ შესთავაზა

11 წლის ფრენკ ჯიაცომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაზონის მოვლა უფასოდ შესთავაზა და ამ მიზნით წერილიც მისწერა თეთრ სახლს. “ჩემი სახით მინდა წარმოვაჩინო ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც მუშაობისთვის მზად არის”, – წერდა ფრენკი წერილში.
ბიჭი სამსახურში აიყვანეს და ერთ დღესაც, როდესაც თეთრი სახლის გაზონს კრეჭდა, მასთან დონალდ ტრამპი მივიდა. ფრენკს მუშაობის შეწყვეტა არ უფიქრია, სანამ თავად ტრამპმა არ გააჩერა იმისთვის, რომ მისალმებოდა.
ტრამპმა ფრენკი გაწეული სამუშაოსთვის შეაქო. 11 წლის ბიჭმა პრესკონფერენციისთვის განკუთვნილ ოთახშიც მოსინჯა საკუთარი ძალები, მოგვიანებით კი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპთან ერთად სამსახსოვრო ფოტოც გადაიღო.

[youtube]https://www.youtube.com/watch?time_continue=46&v=eLLWgi7BZY4[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები