ბოლო წლებში სმარტფონების აფეთქების ფაქტები დიდ ყურადღებას იპყრობს — განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Samsung Galaxy Note 7-ის აფეთქების ინციდენტი დაფიქსირდა. ახლა ჩვენ კიდევ ახალ შემთხვევაზე მოგიყვებით, რომელიც, ამჯერად, არა ჩინეთში, არამედ კალიფორნიაში მოხდა.
11 წლის Kayla Ramos-ი ლოგინზე იყო წამოწოლილი და თავის iPhone 6-ში Youtube-ზე ვიდეოებს უყურებდა. გოგონამ შიშისგან სმარტფონი უეცრად ხალიჩაზე დააგდო, iPhone-მა კი ხალიჩაზე დიდი ხვრელი გააჩინა. სახლში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ამოქმედდა და ხანძარი დროულად ჩააქრო. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
გოგონას დედა სასწრაფოდ დაუკავშირდა Apple-ს, რის შემდეგაც მოწყობილობა გაიგზავნა Apple Store-ში, სადაც სმარტფონის შესწავლა უკვე მიმდინარეობს. დედა დარწმუნებულია, რომ კეილის არასდროს გამოუყენებია არაორიგინალი კაბელები და iPhone-ი არასდროს გახსნილა და შეკეთებულა.
წყარო: “გემუგი”