11 წლის გოგონამ გამოცდების წინ ისე ინერვიულა, რომ ოფლის მაგივრად სისხლდენა დაეწყო

ვიეტნამის 11 წლის მკვიდრს, სისხლდენა სხეულზე სასკოლო გამოცდებისთვის მომზადების დროს დაეწყო. ექიმების აზრით, ბავშვმა სერიოზული სტრესი გადაიტანა. ამ დროისთვის ის მკურნალობას ვიეტნამის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადის.
მას ჰემატიდროზის დიაგნოზი დაუსვეს. ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რა დროსაც ოფლი სისხლში ირევა და უმცირესი სისხლძარღვების დაზიანების გამო, კანიდან გამოდის.
ექიმები თვლიან, რომ ამ მდგომარეობამდე გოგონა გამოცდების შედეგებზე ნერვიულობამ მიიყვანა. გამოცდებისთვის მზადების პერიოდში მისი კანი სისხლიან ოფლს დღეში სამჯერ-ოთხჯერ გამოყოფდა. მედიკოსები ამბობენ, რომ ჰემატიდროზი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არ ახდენს გავლენას, მაგრამ დიდწილად აქვეითებს მის ხარისხს. აღსანიშნავია, რომ ამ დაავადებისთვის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, ამიტომაც პირველ რიგში სპეციალისტები პატარა პაციენტის სტრესის დონის შემცირებას ცდილობენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები