11 წლის ბავშვმა ავტობუსი გაიტაცა და გაზის მილს დაეჯახა

ამერიკის შეერთებულ შტატებში უცნაური გატაცება მოხდა – ლუიზიანას შტატის ქალაქ ბატონ–რუჟში 11 წლის ბიჭმა სკოლის ავტობუსი გაიტაცა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, არასრულწლოვანი ცარიელ ავტობუსში შეიპარა და მისი დაქოქვა შეძლო.

სამართალდამცავები ტრანსპორტს ნახევარი საათის განმავლობაში მისდევდნენ, საბოლოოდ, ბავშვი გაზის მილსა და ხეს დაეჯახა და ავტობუსი ასე გაჩერდა. არასრულწლოვანი სამართალდამცავებმა დააკავეს.

11 წლის ბავშვს არასრლუწლოვნისთვის შესაბამისი კანონით გაასამართლებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები