11-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, შაკირა და პიკე დაშორდნენ. მედიის ინფორმაციით, დაშორების მიზეზი პიკეს ღალატი გახდა.
“ვადასტურებთ ინფორმაციას დაშორების შესახებ. ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, რომლებიც ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, გთხოვთ პატივი სცეთ ჩვენს კონფიდენციალურობას. მადლობა გაგებისთვის” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც წყვილმა დაშორების შემდეგ გაავრცელა.