- ადამიანები, რომლებიც იტყუებიან, თავს ამოძრავებენ. როდესაც თქვენ ვინმეს შეკითხვას უსვამთ და ის აქეთ-იქით ყურებას იწყებს, დიდი შანსია, რომ თქვენ მოტყუებას ცდილობს.
- ტყუილის დროს ადამიანის სუნთქვა იცვლება. ამ დროს გული უფრო ჩქარა ცემს და ეს ყველაფერი სუნთქვის რიტმზეც აისახება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ნერვიულობს ან დაძაბულია.
- მატყუარები მიდრეკილნი არიან, იდგნენ ძალიან მშვიდად, ერთ მდგომარეობაში. რატომღაც, ტყუილის თქმის დროს ადამიანი არ ცდილობს ზედმეტად იმოძრაოს ან პოზიცია შეიცვალოს.
- ხშირად იმეორებენ ერთსა და იმავე სიტყვებს ან ფრაზებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ცდილობენ დაგარწმუნონ, ამიტომ ერთ აზრს რამდენჯერმე გახვევენ თავს.
- ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგაწოდონ. თუ ადამიანს დიდი რაოდენობის ინფორმაციას მიაწვდი და თან ისეთ დეტალებს დაამატებ, რომლებიც თემას არ უკავშირდება, მისი გონება კარგად ვერ ფოკუსირდება, ამიტომ ტყუილის დაჯერება უფრო მარტივი ხდება.
- მატყუარა ადამიანი ცდილობს პირი ხელით დაფაროს. უმეტესად, როდესაც ვიღაც ტყუილს ამბობს, ხელს პირზე იფარებს. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ეს ბუნებრივი რეფლექსია ტყუილზე.
- ინსტინქტურად ფარავენ ყელს ან გულმკერდის არეს ხელებით. როგორც წინა შემთხვევაში, ესეც გარკვეული ინსტინქტია, ტყუილის თქმის დროს ადამიანი ცდილობს ასეთი არეები ხელებით დაფაროს.
- მატყუარები დგებიან თითის წვერებზე. ეს იმიტომ ხდება, რომ ტყუილის თქმისას ადამიანი ნერვიულობს და ერთ ადგილას დგომა უჭირს.
- ისინი ხშირად იბნევიან. შესაძლოა, აუკანკალდეთ ხმა ან ერთი და იმავე წინადადების რამდენჯერმე გამეორება მოუწიოთ აზრის გადმოსაცემად.
- ამყარებენ თვალებით კონტაქტს. საერთოდ, ნათქვამია, რომ როდესაც ვინმე იტყუება, ის ცდილობს თავი აგარიდოთ, თუმცა თვალებში ყურება, მათი დახამხამების მაგივრად, მანიპულირების მცდელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა.
- თითით მიუთითებენ თქვენკენ. ამ გზით ისინი ცდილობენ მთელი ყურადღება თქვენზე გადმოიტანონ, რათა სიტუაციაში აირიოთ და დასკვნების ნორმალურად გააზრება ვერ შეძლოთ.
სხვა სიახლეები