11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე შეხვედრებს და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. შემოქმედებითი პროფესიის ვერძებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საკუთარი შინაგანი სამყარო გამოხატონ. ხელსაყრელი დღეა დასვენების, ეჭვების დაძლევისა და სულიერი გარდაქმნისთვის. ერიდეთ ხორციან კერძებს და სპირტიან სასმელებს და ეცადეთ, ეს დღე სახლის გარეთ გაატაროთ.

კურო

ვარსკვლავები უამრავ სასიამოვნო განცდას გპირდებიან. თავს მხნედ და სიცოცხლით სავსედ გრძნობთ და ახლობელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა გიყალიბდებათ. გამორიცხული არ არის, რომ ხასიათი მეგობრებთან ან ნათესავებთან მომხდარმა გაუგებრობამ გაგიფუჭოთ. სპორტისა და ფიზიკური ვარჯიშის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

ტყუპები

თვალსაწიერის გაფართოვებისა და ჭეშმარიტებაში წვდომის დღეა. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს შესაძლოა, ფულის მოგება, ვალის დაბრუნება ან ძვირფასი ნივთის პოვნა იყოს. თქვენი პიროვნული თვისებებით ადამიანებს მოხიბლავთ. გამორიცხული არ არის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება.

კირჩხიბი

თავს მხნედ გრძნობთ, მაგრამ შეიძლება ხასიათი კამათისა და გაუგებრობის გამო გაგიფუჭდეთ. თუ ავტომობილს მართავთ, ამ დღეს გაორმაგებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, საქმიანი ურთიერთობისა და ყოფითი პრობლემების გადაჭრისთვის. გამორიცხული არ არის შეხვედრა ძველ სიყვარულთან. შესაძლოა, ძველ მეგობართან რაღაც მიზეზების გამო გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინოთ.

ქალწული

ბედი ისევ გმფარველობთ. სადაც არ უნდა მიხვიდეთ, ყველგან ყურადღების ცენტრში ხვდებით. ახლობელ ადამიანთან ნდობით სავსე, ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. ეცადეთ, მხოლოდ სანდო ადამიანები დაიახლოვოთ, რომლებიც თქვენს ყურადღებას იმსახურებენ.

სასწორი

ეს დღე იმედებითა და გეგმებით სავსეა, რომელთა უმეტესობა ასრულდება. ოჯახური საქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად სიამოვნებას მოგანიჭებთ. სასურველია სუფთა ჰაერზე სეირნობა, ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში. გირჩევთ, საღამო ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად გაატაროთ.

მორიელი

ახალი გეგმებისა და თვალსაწიერის გაფართოვების დღეა. თქვენი პიროვნული მომხიბვლელობით გარშემო მყოფების კეთილგანწყობას დაიმსახურებთ. ეცადეთ, თვითკმაყოფილებას არ მიეცეთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ, თორემ იღბალი ზურგს გაქცევთ. გამორიცხული არ არის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები.

თხის რქა

ამ დღეს იწყება ხელსაყრელი პერიოდი ახალი საქმისთვის, გეგმების განხორციელებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. სავარაუდოდ, მოულოდნელი ცნობა გაიძულებთ, რომ საკუთარი მოქმედება გადააფასოთ და მუშაობაში პრიორიტეტული მიმართულებები შეცვალოთ.

მერწყული

ეს დღე სამართლიანობას და ინტუიციის გაძლიერებას განასახიერებს. ნებისმიერი საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ, წარმატებით დასრულდება. იზრდება ინტუიცია და ძლიერდება აურა.

თევზები

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. მიუხედავად წინა დღეების უსიამოვნებებისა, ყველა მიმართულებით თავს წარმატებულად გრძნობთ და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ. ქალებს ვურჩევთ, რომ ახალი ნაცნობის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ. შესაძლოა, საკუთარი მომავალი სწორედ ამ ადამიანს დაუკავშიროთ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები