11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

აკონტროლეთ ემოციები და ნუ დაადანაშაულებთ სხვებს თუ რაღაცები ისე არ ხდება, როგორც გინდოდათ. ამ რთულ პერიოდს მარტივად გადაიტანთ თუ თქვენს პრობლემებს ახლო მეგობარს გაუზიარებთ და რჩევას ჰკითხავთ.

კურო

თუ კარგად გაქვთ მოფიქრებული ყოველი სამოქმედო ნაბიჯი შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც, გონიერების ფარგლებში. დღეს თქვენი გაბედულებით შესაძლოა სიტუაციის მთავრი მმართველი ძალა გახდეთ.

ტყუპები

შეძლებთ ადვილად გაართვათ თავი ძველი საქმეების დასრულებას, თუ საჭიროა უზუსტობასაც და ხარვეზებსაც სათანადოდ მიადევნეთ თვალი და შეეცადეთ დროულად მოაგვაროთ ისინი, რათა არ შეფერხდეს თქვენი წინსვლა.

კირჩხიბი

ცვლილებებს ელოდეთ და მოთმინება გამოიჩინეთ საქმეებთან დაკავშირებით, შესაძლოა ვერ მიიღოთ ის შედეგები, რასაც ვარაუდობდით, მაგრამ შეიძლება ცოტა ხანში ყველაფერი სხვაგვარად დაინახოთ და კმაყოფილი დარჩეთ თქვენი მიღწევებით.

ლომი

მარტივად შეხედეთ სიტუაციას და ნურაფრის დრამატიზებას ნუ შეეცდებით, მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი რაიმე ქმედებაზე. ნურც ზედმეტ ვალდებულებას აიღებთ და ნურც ზედმეტად ჩაერევით სხვათა საქმეებში.

ქალწული

შესაძლოა გამოცდილი ადამიანის რჩევები დაგჭირდეთ საქმეების დროულად დასასარულებლად, მაგრამ შეეცადეთ საკუთარი ძალებით გაუმკლავდეთ ყველაფერს და არ დაელოდოთ სხვების დახმარებას, არც საქმეზე უარის თქმა იქნება გამართლებული.

სასწორი

თუ რაიმე არ მოგწონთ მოცემული დავალების შესასრულებლად შეგიძლიათ გააკეთოთ ისე, როგორ საჭიროდ თვლით, მაგრამ თავი ისე დაჭირეთ, თითქოს ზუსტად ისე მოქმედებთ, როგორც მიგითითეს.

მორიელი

მაქსიმალურად შეეცადეთ მოასწროთ უფროსობის მონდობილი საკითხების მოგვარება, რათა იმედები არ გაუცრუოთ და წარმოდგენა არ შეეცვალოთ თქვენზე. არ დაიზაროთ აამოქმედოთ მთელი თქვენი შესაძლებლობები.

მშვილდოსანი

საქმეებთან დაავშირებით დღის წესრიგში შეიძლება დადგეს უცხო ქვეყანაში მივლინების საკითხი, გამოიყენეთ ეს შანსი და არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი გამგზავრებაზე, ვინაიდან თქვენს კარიერაში არის დიდი ცვლილებების, გარდამტეხი მომენტის ალბათობა.

თხის რქა

მოხვდებით სიტუაციაში სადაც შესაძლებლობა გექნებათ სრულად გამოავლინოთ საკუთარი თავი და უნარები, მიიპყროთ ფართო აუდიტორიის ყურადღება და მყარად დადგეთ ფეხზე. იაქტიურეთ, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა.

მერწყული

უარი არ თქვათ შემოთავაზებულ წინადადებებზე და გამოიყენეთ შესაძლებლობები თქვენი საქმიანი თვისებების საუკეთესოდ წარმოსაჩენად თუ პოზიციების გასამტკიცებლად. რაც მეტად მოინდომებთ თავის გამოჩენას, მით უკეთესაც წარიმართება სამოავლო საქმიანობა.

თევზები

შესაძლოა უკმაყოფილო დარჩეთ თქვენი შემოსავლებით და მოგიწიოთ ხარჯვის უფრო ეკონომიურ რეჟიმზე გადასვლა. ნუ იდარდებთ, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და სტაბილური შემოსავლებით გახიარებთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები