11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
აქტიური ხართ და ახალი პროექტების დაწყება არ გაგიჭირდებათ. კარგი დღეა ახალი საქმიანი კონტრაქტების და უკვე არსებულების გასაუმჯობესებლად.

კურო
ან მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, ან ახალ სამსახურს შემოგთავაზებენ. ზოგიერთს დაწინაურება ელის. მარტოხელებს – რომანტიკული ნაცნობობა.

ტყუპი
ცვლილებების დღეა; მაქსიმალური ყურადღება გმართებთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ. კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად. ახლობლების შექებას დაიმსახურებთ.

კირჩხიბი
საქმეებში წარმატება გელით. გამონახეთ დრო პირადი ცხოვრებისთვის. საყვარელი ადამიანი სიურპრიზებსა და საჩუქრებს მოგიმზადებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

ლომი
მუშაობა სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ. ყველა საკითხს მარტივად მოაგვარებთ. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. დასვენებისა და გამოძინების საშუალება მოგეცემათ.

ქალწული
საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. დაქორწინებულმა ნიშნებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლესთან.

სასწორი
წარმატება გელით სამსახურის საქმეებში. ყველა პრობლემა სწრაფად და ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მოგვარდება. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მორიელი
ადვილად გაუმკლავდებით დაგროვილ საქმეებს. დღეს სასიამოვნო ამბებს გაიგებთ. ოჯახის წევრების დახმარების იმედი გქონდეთ.

მშვილდოსანი
სასიამოვნო სიახლეები და საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. ერთდროულად ყველა საქმეს დღეს ვერ შეასრულებთ. საღამოს კარგია ბავშვებთან ურთიერთობა ან კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება.

თხის რქა

გაგიუმჯობესდებათ არსებული კონტაქტები და საჭირო ადამიანებსაც დაუმეგობრდებით. სამსახურის საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად.

მერწყული
კარგი დღეა გაწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ნათესავებს. ყველა საკითხი თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება.

თევზები
უფროსი მეგობრებისან ნათესავების დახმარებით სურვილების ასრულებას, იდეების განხორციელებას შეძლებთ. გააქტიურდით. პირად ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები