11 წლის გოგო 22 წლის ბიჭზე გაათხოვეს – რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ (ვიდეო)

69
SHARE

გოგონა, რომელიც ახლახანს შესრულდა 11 წლის, 22 წლის მამაკაცზე დააქორწინეს. ამბავი ირანის პროვინცია ბოიერ-აჰმადისში მოხდა. როგორც ირკვევა გოგონას მშობლებს აღნიშნულთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონდათ, თუმცა სასამართლომ ქორწინების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ ქორწინება მიუღებლად გოგონას ასაკის გამო მიიჩნია. თუმცა მშობლების განცხადებით, ისინი კვლავ დაქორწინდებიან, როდესაც გოგონა 13 წლის გახდება.
“​ქორწილის” ამსახველი კადრები კი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
​ვარაუდია, რომ აღნიშნულ ფაქტზე საზოგადოების უარყოფითმა დამოკიდებულებამ განაპირობა მოსამართლის გადაწყვეტილება – გაეუქმებინა ქორწინება.

FB კომენტარები

კომენტარი