11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

72
SHARE

ვერძი
ყველაფერი, რასაც ჩაიფიქრებთ, აგისრულდებათ. ამიტომ ზედმიწევნით კორექტული უნდა იყოთ საკუთარ სურვილებში. მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების განხორციელებას და ნუ ენდობით სიმპათიურ, მაგრამ აფერისტ ადამიანებს.

კურო
დღევანდელ დღეს იდეალურად შეესაბამება ფილოსოფიური ფრაზა: ” უმჯობესია, იშიმშილო, ვიდრე ჭამო ყველაფერი, რაც ხელთ მოგხვდება” და ”უმჯობესია, მარტო იყო, ვიდრე უღირს ადამიანთან იმეგობრო”.

ტყუპი
მოაწესრიგეთ საქმიანი დოკუმენტები, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. რთულ მომენტში დახმარებისთვის ნათესავებს მიმართეთ.

კირჩხიბი
სამსახურში ცვლილებებია მოსალოდნელი. ეცადეთ, სწრაფად გაერკვეთ სიახლეებში – ამაზე თქვენი კარიერაა დამოკიდებული.

ლომი
გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, რჩევა მეგობრებს ჰკითხეთ. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას.

ქალწული
ყველაზე მშვიდ ქალწულსაც კი მწყობრიდან გამოიყვანს უაზრო, უნიჭო და უსაქმური ადამიანი. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას და ნუ ჩაერევით ჭორაობაში.

სასწორი
ზედმეტად გაღიზიანებული, დეპრესიული და შეშინებული ხართ. მოსალოდნელია გაუგებრობები საქმეებში. მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გამოგიყვანთ დაძაბული მდგომარეობიდან.

მორიელი 
შეიძლება ახლობელმა ადამიანმა გაგანაწყენოთ; გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. არ გადაამეტოთ სისწრაფე საჭესთან. მეტად დაისვენეთ; საკუთარ თავს დესერტზე უარს ნუ ეტყვით.

მშვილდოსანი
შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ დღეს სიტუაციებზე, გარშემო მყოფებზე გახდებით დამოკიდებული და საკუთარი აზრის დაფიქსირებას ვერ შეძლებთ.

თხის რქა
ნუ მოექცევით გარშემო მყოფების გავლენის ქვეშ, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. გაუფრთხილდით ძვლოვან სისტემას.

მერწყული
ამინდის ცვალებადობის მიმართ გამძლე ხართ. უმჯობესია, დრო კოსმეტიკურ პროცედურეს დაუთმოთ. კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ ან ამოსაღებად.

თევზები
კარგი დღეა სწავლისა და სამეცნიერო კვლევისთვის; საზოგადო და სასამართლო გამოსვლებისთვის. მეგობრები მხარდაჭერას აღმოგიჩენენ.

FB კომენტარები

კომენტარი