11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

71
SHARE

ვერძი
კარგი დღეა ამბიციური იდეების განსახორციელებლად. ყველა სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. გარშემო მყოფებს ნიჭითა და გარეგნობით მოხიბლავთ.

კურო
თუ უსიამოვნებებს თავად ვერ გაუმკლავდებით, დახმარებისთვის მეგობრებს, გავლენიან მფარველებს მმართეთ.

ტყუპი
დღეს ყველა საქმეს მარტივად მოაგვარებთ. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები. დაეხმარეთ გარშემო მყოფებს, მაგრამ მათ ბოროტად არ გამოაყენებინოთ საკუთარი თავი.

კირჩხიბი
მოერიდეთ, დიდი ფულის გამომუშავების პერსპექტივით არავინ ჩაგითრიოთ სარისკო საქმიანობაში, ავანტიურაში. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

ლომი
საქმეების მიუხედავად ნურც დასვენებას დაივიწყებთ. შეეხმიანეთ ახლობლებს, მოიკითხეთ მეგობრები. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

ქალწული
დღეს უამრავი ინფორმაციის გადამუშავება, უამრავ ადამიანთან მოგიწევთ შეხვედრა და  კითხვებზე პასუხის გაცემა. იყავით მაქსიმალურად კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ.

სასწორი
მნიშვნელოვან საქმეებს ნუ შეეჭიდებით. უმჯობესია, უქმეების გეგმები შეადგინოთ. გაიგეთ, სად რა კულტურული ღონისძიება ტარდება და შეიძინეთ ბილეთები.

მორიელი
დაიცავით საკუთარი უფლებები. დიპლომატიურად მოაგვარეთ საკითხები და აიმაღლეთ ავტორიტეტი გარშემო მყოფებში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.

მშვილდოსანი
გადახედეთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, ბოროტად არავინ ისარგებლოს თქვენი კეთილგანწყობით.

თხის რქა
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან. სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები, ხელშეკრულებების გაფორმება. აკონტროლეთ ხარჯი, გააანალიზეთ საოჯახო ბიუჯეტი.

მერწყული
სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ აჩქარდებით. რჩევისთვის სპეციალისტს მიმართეთ.

თევზები
მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, დოკუმენტები. გამოუსადეგარი სამოსი და აქსესუარები საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გადაახარისხეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი