11 კატასტროფა, რომელიც მსოფლიოს უახლოეს 30 წელიწადში ემუქრება

1045
SHARE

 

2050 წლამდე სულ სამი ათწლეულია დარჩენილი. სამყაროს სერიოზული ცვლილებები ელის.
მეცნიერებამ და ტექნოლოგიებმა ახლავე უნდა დაიწყონ გამოსავლის ძიება, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ კატასტროფები.
გამოცემა „ბიზნესინსაიდერი“ იმ კატასტროფებზე წერს, რომელიც 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობას ელის.
ქალაქებში მცხოვრები ადამიანების რიცხვი გასამმაგდება
1950 წელს ურბანულ მხარეებში მხოლოდ 750 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს ეს რიცხვი 4 მილიარდს უტოლდება. 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 6.3 მილიარდამდე გაიზრდება.
ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს
OECD-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება და ყოველწლიურად 6 მილიონ ადამიანს მიაღწევს. 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი უფრო გაიზრდება.
მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შესაძლოა წყალთან ადეკვატური წვდომა არ ჰქონდეს
დღესდღეობით მსოფლიოში 1,1 მილიარდ ადამიანს შეზღუდული წვდომა აქვს წყალთან. დედამიწის მოსახლეობის 36% კი – 2,5 მილიარდ ადამიანი იმ ადგილებში ცხოვრობს, სადაც წყლის დეფიციტი აქვთ. წყლის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის 5 მილიარდ ადამიანს წყლის მოპოვება რთულად შეეძლება.
საჭმელად ვარგისი თევზის ჯიშები გადაშენდება
ამჟამად თევზის ბაზრის 87 პროცენტი ექსპლოატირებულია. 2050 წლისთვის თუ ამ ტემპებით გაგრძელდა თევზჭერა, შესაძლოა თევზის საკვები ჯიშები საერთოდ გადაშენდეს.
მილიონობით ადამიანი შეიძლება საჭმლის გარეშე დარჩეს
პლანეტის დათბობა საკვების წარმოებას 2%-ით შეამცირებს, რაც ნიშნავს, რომ 4 440 000 ტონა საკვები დაიკარგება. ხორბლის, სიმინდისა და ფეტვის გლობალური მოსავალი 2050 წლისთვის 10%-ით შემცირდება. შემცირებული მოსავლის ფონზე გაიზრდება მოთხოვნა, რაც საბოლოოდ ბრინჯისა და სიმინდის ფასებს ორჯერ გაზრდას გამოიწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არასრულფასოვანი კვება ბავშვებში გაიზრდება, რაც უარყოფითად აისახება 3,9 მილიონ ბავშვზე მსოფლიოს მასშტაბით.
წვიმის ტყეები ტოტალური განადგურების წინაშე დადგება
ანტიბიოტიკებისადმი გამძლე ბაქტერიები წელიწადში 10 მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს. ამჟამად ინფექციები, რომლებიც აცრებზე აღარ რეაგირებენ, წელიწადში 700 000 ადამიანს კლავს. 2050 წლისთვის სიკვდილიანობა წელიწადში 10 მილიონს მიაღწევს.
დაავადებები მარტივად გავრცელდება
კლიმატის დათბობა პარაზიტების მიერ გადამტანი დაავადებების მასშტაბებს გაზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2030 წლისთვის მალარიით 60 ათასით მეტი ადამიანი გარდაიცვლება. ამავე ორგანიზაციის პროგნოზით, 2050 წლისთვის 4,6 მილიარდი ადამიანი ციებით დასნეულების რისკის ქვეშ იქნება.
დემენციით დაავადებულთა რიცხვი გასამმაგდება
2050 წლისთვის გასამმაგდება დემენციით (დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვით) დაავადებულთა რიცხვი და 36 მილიონიდან 115 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება.
დამანგრეველი ქარიშხლები გახშირდება
ოკეანიისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2100 წლისთვის ქარიშხლები 300%-ით უფრო დამანგრეველი იქნება. ადიდებული წყლის დონემ შესაძლოა მთავარი ქალაქების ახლო ტერიტორიები წალეკოს.
კიბერშეტევები რეკორდულად გაიზრდება
გახშირებული კიბერთავდასხმები დიდ ზარალს მოუტანს სამყაროს. ექსპერტთა მტკიცებით, 2025 წლისთვის კიბერშეტევები რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს.
ნავთობი ძალიან გაძვირდება
ენერგორესურსების გაზრდილი მოხმარების ფონზე, HSBC-ის პროგნოზით, 2050 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნა 110 პროცენტით – დღეში 190 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. ასევე გაორმაგდება ენერგიის მოთხოვნა.

წყარო:http://www.bpn.ge

Comments

comments