11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

68
SHARE

ვერძი
ცვლილებები გსურთ, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში, პრიორიტეტებში. მოერიდეთ დოკუმენტების გაფორმებას, სასამართლო პროცესების წარმოებას.

კურო
ყურადღებით იყავით, დაკვირვებულად იმოქმედეთ და კარგად გაიაზრეთ რას გპირდებიან და მოითხოვენ თქვენგან გარშემო მყოფები.

ტყუპი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას შეძლებთ, თუ ერთმანეთის ნაკლსა და უარყოფით თვისებებზე თვალს დახუჭავთ. თავად მეტი სიყვარული და მზრუნველობა გამოხატეთ მის მიმართ.

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება და სამსახურის საქმეების დასრულებასაც შეძლებთ. შეამცირეთ “გულითადი საუბრები” და კეთილმოსურნეთა “რჩევებსაც” ნაკლები ყურადღება მიაქციეთ.

ლომი
დღეს წარმატებით მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს; კარგია ქველმოქმედება. ზოგ ლომს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

ქალწული
სამართლიანი იყავით საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მიმართ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები.

სასწორი
საყვარელი საქმიანობა წარმატებას და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მოერიდეთ საკუთარ გეგმებსა და პირად ცხოვრებაზე გარშემო მყოფებთან საუბარს.

მორიელი
კარგი დღეა ბინის, აგარაკის კეთილმოსაწყობად. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ზოგი ძველ ვალს დაიბრუნებს, ზოგსაც მეგობრები და ნათესავები დაეხმარებიან ფინანსურად.

მშვილდოსანი
დღეს საქმეებს მოგვარებას დახმარებისა და ზედმეტი კონტროლის გარეშე შეძლებთ. ეცადეთ, მაქსიმალურად მოინდომოთ, რომ კარგი შედეგი მიიღოთ.

თხის რქა
კარგი დღეა შემოქმედებითი თავგადასავლებისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

მერწყული
მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს და ადამიანებს, რომლებიც განწყობას გიფუჭებენ. მოსალოდნელია ალერგიის გამწვავება, უძილობა.

თევზები
ნათესავებისა და მეგობრების მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს, მათთან დაპირისპირებას.

 

წყარო: www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი