11 თვისება, რომელიც პროვინციელად წარმოგაჩენს

510
SHARE

 გემოვნებასა და სტილის შეგრძნებას ვერ იყიდი. განსაკუთრებით, ეს ყველასგან გამორჩევის სურვილით შეპყრობილებს ეხებათ. ნათქვამია, გოგონას სოფლიდან გამოყვანა შეიძლება, მაგრამ მისგან სოფელს ვერ გამოიყვანო. პროვინციული წარმოშობის ქალბატონი ყველა ხერხს იყენებს, რომ შეამჩნიონ. უდავოდ, სოფლიდან ჩამოსულებს შორის უამრავი ელეგანტური და განათლებული ქალია, ჩვენ მხოლოდ კონკრეტულ ტიპს შევეხებით.
პროვინციელების თვისებები მაღალი ქუსლები ყველგან და ყოველთვის
ქალაქგარეთ მწვადების შესაწვავად თუ ყინულოვან მთაზე – აუცილებლად მაღალი ქუსლები! ძალიანაც კი ოცნებობენ ცნობილი ბრენდების ფეხსაცმელებზე, მაგრამ საამისო საშუალება რომ არ აქვთ, ბაზრობაზე გარბიან ჩინური მიმსგავსებული ფეხსაცმელების საყიდლად, რომლების ხარისხი შორიდან არის შესამჩნევი.

”ძაან Sexy”

რატომღაც, ასეთ გოგონებს მიაჩნიათ, რომ ყველამ უნდა შეამჩნიოს, საამისოდ კი ატრიბუტებს არ იშურებენ – მკვეთრად “მყვირალა” პომადა, გადამწვარი ქერა ან ყვავივით შავი თმა, დეკოლტე უსასრულობამდე და მინი-ქვედაბოლო – ექსტრემალურად მინი! ბრჭყვიალები და ბრდღვიალები ხომ თავისთავად!

ერთი ბრენდული ნივთი თუ არ გაქვს, რაა მამული!

ნუ, ჩინურ მიმსგავსებულ ჯღანებში ერთი რაიმე ბრენდული აუცილებლად უნდა გაერიოს. აიღო სესხი, გაყიდო თირკმელი, მაგრამ აუცილებლად შეიძინო! თან, იარლიყი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაჭრა, ბრენდის დასახელება ამოტვიფრული უნდა იყოს ისე, რომ ყველამ დაინახოს, ვინ არის აქ ფეშენ დედოფალი!

გარეგნობის განახლება (პატრონმა რომ ვერ გიცნოს ისე)

პროვინციელი გოგონები კოსმეტოლოგებისა და პლასტიკური ქირურგების ხშირი სტუმრები არიან. მეტი ტუჩიიი… პაჭუა ცხვირი და ფახულა მიწებებული წამწამები…

გართობა

პროვინციელი გოგონა ღამის კლუბში: სიმწრით ნაყიდი ერთი კოქტეილი, რომელსაც მთელი ღამისთვის იზოგავს და ხელიდან არ აგდებს. აბა, ვინ არის საცეკვაო მოედნის დედოფალი? მიმიქარავს ლას-ვეგასის სტრიპტიზ-კლუბის მოცეკვავე!

​მამაკაცებისადმი დამოკიდებულება

პროვინციელები მამაკაცებს მონადირის ნაცადი მზერით უყურებენ. ერთვებათ მომავლის სკანერი: აბა, რამდენი ფული აქვს, რა მანქანა ჰყავს, ბინა თუ აქვს? სვამს? უხეშია? არა უშავს, მთავარია, ფული ჰქონდეს!

გათხოვების სურვილი

ამაზე ყველა ქალი ოცნებობს, მაგრამ პროვინციელი საკუთარ მყუდრო ოჯახზე კი არა, სარფიანად გათხოვებაზე ოცნებობს: ჰქონდეს ფული, საცხოვრებელი და თითი არ გაანძრიოს.

საკუთარი ბიოგრაფიის დავიწყება

პროვინციელი გოგონა არასოდეს მოგიყვებათ, საიდანაა, და საერთოდაც, წარსულის ხსენებაზე ამნეზია ემართება.

საოცარი თავდაჯერებულობა

ასეთი გოგონა ფიქრობს, რომ მთელი სამყარო მის ფეხქვეშ უნდა გაეგოს, რომ ყველა მამაკაცს მასზე აბოდებს, დიდი ქალაქი მხოლოდ მას ელოდა მოუთმენლად და აი, ისიც! გიხაროდენ!

ჯინჯილები – რაც შეიძლება მეტი!

ალბათ, ბავშვობიდან მისი კუმირი გია სურამელაშვილი იყო. არ ჩამოვრჩე მას და ავიჩონჩხო, რაც გამაჩნია – ყველამ დაინახოს, რა მდიდარი ვარ!

​სამსახური

ეს გახლავთ ნებისმიერი სამსახური, სადაც კაცები ტრიალებენ და მათი გაცნობის შესაძლებლობაა. ხშირად, პროვინციელი გოგონები ადმინისტრატორებად ან მიმტანებად მუშაობენ.

წყარო:marao.ge

FB კომენტარები

კომენტარი