11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

707
SHARE

ვერძი
პლანეტების განლაგება თქვენგან როგორც ოჯახურ, ისე სამსახურებრივ საქმეებში მეტ პუნქტუალობას მოითხოვს. სავარაუდოდ, ეს თქვენთვის დიდი დატვირთვაა, რაც ძალიან დაგღლით და გაგანერვიულებთ. თქვენი მიზნები აუცილებლად შესრულდება, უბრალოდ, მეტი მოთმინება გმართებთ.

კურო
წინა დღეებთან შედარებით, უფერული და არაფრით გამორჩეული დღეა. ახლა მთავარია, მთავარ საქმეზე კონცენტრირება მოახერხოთ და ბედისგან ყველა სიკეთის ერთბაშად მიღება არ მოინდომოთ.

ტყუპები
ამ დღეს პირად თუ სამსახურებრივ საქმეებში სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. თუმცა შესაძლოა, სამსახურის შესახებ იშვიათად გაიხსენოთ. ეცადეთ, ნაკლებად იაქტიუროთ.

კირჩხიბი
პროფესიული საქმიანობის თვალსაზრისით, კირჩხიბებს რთული პერიოდი ელით. შესაძლოა, საკუთარი და პარტნიორების შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასოთ და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდეთ. მოსალოდნელია, დაუგეგმავი ფულის ხარჯვა.

ლომი
ბევრი ლომი აცნობიერებს, რომ მის შიგნით მიმდინარე პროცესები არა ნაკლებ რეალური და მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველაფერი, რაც გარეთ ხდება. იმპულსურობამ და ემოციურობამ შეიძლება მთლიანად გამოგფიტოთ, ამიტომ ეცადეთ, წონასწორობა არ დაკარგოთ. მოვლენები გაიძულებთ შინაგან სამყაროს ყურადღება მიაქციოთ. ეცადეთ, ერთ საქმეზე მოახდინოთ კონცენტრაცია. გაითვალისწინეთ, რომ შინაგანი განცდებისგან მხოლოდ მონანიებით და ენერგეტიკული ვალის დაბრუნებით გათავისუფლდებით.

ქალწული
გამორიცხული არაა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა. თვის პირველ დეკადაში გამოჩნდება მთელი წლის სამუშაოს შედეგები. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა განათლების დონის ამაღლებისთვის და საკუთარი შესაძლებლობები მთლიანად პრობლემის გადაჭრისკენ მიმართეთ.

სასწორი
ეს დღე შესანიშნავია თქვენი ბიზნესის განსავითარებლად, მაგრამ მზად იყავით ბიუროკრატიული დაბრკოლებებისთვის. საკუთარი ძალების შეფასების დროს შეეცადეთ, თქვენს თავს მახე არ დაუგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ მიზნებზე კონცენტრირდეთ.

მორიელი
ვარსკვლავები არ გირჩევენ საპასუხისმგებლო ღონისძიებების საკუთარ თავზე აღებას. შორეულ ნათესავთან ან პარტნიორთან, შესაძლოა, კონფლიქტი მოგივიდეთ. მოერიდეთ უსიამოვნებებს გზაში და უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი საქმის შესრულების დროს.

მშვილდოსანი
მშვილდოსნების უმეტესობა არჩევანის წინაშე დადგება საკუთარ სურვილებსა და აუცილებლობას შორის. ყოველდღიური პრობლემების მოგვარება შესაძლოა, დაგეზაროთ, მაგრამ ელემენტარული წესრიგის დამყარებას მაინც შეძლებთ. შეეცადეთ, მეორე ნახევარს საოჯახო საქმეების შესრულებაში დაეხმაროთ.

თხის რქა
შესრულებული სამუშაო სამომავლოდ ისეთ სფეროებში მოგცემთ მუშაობის საშუალებას, როგორიცაა ეკონომიკა, პოლიტიკა, კულტურა. ნუ შეგეშინდებათ, თამამად გარისკეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიზანსაც მიაღწევთ. თუკი ახალგაზრდობაში შრომისმოყვარეობასა და მიზანდასახულობას გამოიჩენთ, წლების შემდეგ მატერიალურ კეთილდღეობას მიიღებთ.

მერწყული
საკუთარ სისუსტეებზე თავად გაამახვილებთ ყურადღებას და მათ გამოსწორებას დამოუკიდებლად შეძლებთ. მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად შეგიძლიათ, ფსიქოთერაპიის კურსებს ან ნარკოლოგიურ კლინიკას მიმართოთ.

თევზები
ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, მარტივად და სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ. არასტანდარტული, შემოქმედებითი მიდგომა დადებით შედეგს მოგცემთ. საღამო შესანიშნავია პირადი შეხვედრებისთვის. თუკი სამუშაო პროცესს დაგეგმავთ, უფრო მეტი დაგრჩებათ თავისუფალი დრო.

FB კომენტარები

კომენტარი