11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

181
SHARE

ვერძი
საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად გამონახეთ დრო დასვენებისთვის, სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად. საღამოს შინ საყიდლებით ხელდამშვენებული მიდით.

კურო
დღეს ზედმეტად სენტიმენტალური ხართ; აკონტროლეთ ემოციები. საღამოს შეხვდით მეგობრებს, ერთად მოამზადეთ გემრიელობები და იმხიარულეთ.

ტყუპი
კარგი, ნაყოფიერი დღე გელით. მთავარია, არ იზარმაცოთ და წვრილმანებზე არ მოცდეთ. ფორტუნა გწყალობთ, განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროში.

კირჩხიბი
დღეს წარმატება მიზანმიმართული ადამიანების მხარესაა. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას “ოქროს შუალედი” შეინარჩუნეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ლომი
დიპლომატიურობა დაგეხმარებათ მოაგვაროთ უსიამოვნებები. კარგი დღეა გავლენიან ადამიანებთან შესახვედრად და მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაანებივრეთ.

ქალწული
დღეს სიზარმაცე შემოგიტევთ, მაგრამ არ დანებდეთ. საქმეების მოგვარების შემდეგ შემოქმედებითი იდეები განახორციელეთ. საღამო ასაკოვან ნათესავებთან ერთად გაატარეთ. მათთვის გემრიელობების შეძენა არ დაგავიწყდეთ.

სასწორი
სამსახურის საქმეებს სწრაფად მოაგვარებთ და თავისუფალი დრო საკუთარ თავს დაუთმეთ. საღამო სიურპრიზებით იქნება აღსავსე. საყვარელი ადამიანი რომანტიკით გაგანებივრებთ.

მორიელი
დღეს თქვენი საქმიანობა და შრომისუნარიანობა განწყობაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, დილიდანვე აივსეთ პოზიტივით. საღამოს ისეთი სიურპრიზი გელით, რომელიც დაბადების დღეზეც კი არ მიგიღიათ.

მშვილდოსანი
მეტად გააქტიურდით, განსაკუთრებით სამსახურებრივი საქმეების მოგვარებისას. გამონახეთ დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

თხის რქა
დღეს “ბედნიერი ბილეთის” მფლობელი ხართ. ყველა საქმეში წარმატება გელით. თუმცა, საკუთარი მიღწევებით ყველასთან ნუ იტრაბახებთ. საღამოს ნათესავებისთვის საოჯახო ვახშამი მოამზადეთ.

მერწყული
თქვენი მიზანმიმართულობა და შრომისუნარიანობა გარშემო მყოფებში აღფრთოვანებას იწვევს. საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო დასვენებისთვის. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს, მეგობრებს.

თევზები
ფორტუნა გწყალობთ, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩაიფიქრებთ. საყვარელი ადამიანი ყველა საკითხს თავად მოაგვარებს და არაფერიც არ შეეშლება.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი