109 წლის ქალმა დღეგრძელობის საიდუმლოდ მამაკაცებისგან თავის არიდება დაასახელა

206
SHARE

იანვარში შოტლანდიის ყველაზე ხანდაზმულ ქალბატონს ჯესი გელანს 109 წელი შეუსრულდა. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ქალბატონს, რომელიც ამჟამად ხანდაზმულთა თავშესაფარში ცხოვრობს დაბადების დღე მიულოცეს და ხანდაზმულობის საიდუმლო დასახელება სთხოვეს. ამ ინფორმაციას გამოცემა „Buzzfeed“–ი ავრცელებს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი – მამაკაცებისგან თავის შორს დაჭერაა. მათზე აუცილებლად გიწევთ მეტი ძალის დახარჯვა, ვიდრე ისინი იმსახურებენ“, – განაცხადა 109 წლის პენსიონერმა, რომელიც არასდროს ყოფილა დაქორწინებული.

„გარდა ამისა, ყოველ დღეს მე შვრიის ცხელი ფაფით ვიწყებ და მუდმივად სპორტით ვარ დაკავებული. მე მთელი ცხოვრება მუყაითად ვშრომობდი და შვებულებას ძალზე იშვიათად ვიღებდი“, – განაცხადა გელანმა.

ამჟამად 109 წლის ქალბატონი აბერდინის ხანდაზმულთა თავშესაფარში ცხოვრობს. თავისი ასაკის მიუხედავად ჯესი გელანი მაინც არ გახლავთ ბრიტანეთის ყველაზე მხცოვანი ადამიანი, ამ საპატიო სტატუსის მქონე სამხრეთ იორკშირის მაცხოვრებელი 114 წლის ეტელ ლენგი გახლავთ.

FB კომენტარები

კომენტარი