107 წლის ქალი დღეგრძელობის საიდუმლოზე: არასდროს დავქორწინებულვარ

60
SHARE

ნიუ-იორკის მკვიდრი ლუიზა სინიორე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 107 წელი შეუსრულდა, ამბობს, რომ მისი დღეგრძელობის საიდუმლო ქორწინებაზე უარის თქმას უკავშირდება. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

მისივე თქმით, ქორწინებაზე უარის თქმის გარდა, ასევე საჭიროა კარგი დიეტა და რეგულარული ვარჯიში.

107 წლის ლუიზა დამოუკიდებლად გადაადგილდება, დადის მაღაზიებში საყიდლებზე და არაფერს უჩივის.

„როგორ მივაღწიე 107 წლის ასაკს? არასდროს დავქორწინებულვარ. ეს არის მთელი საიდუმლო“, – ამბობს ლუიზა სინიორე.

მის 107-ე დაბადების დღეს 100 მეგობარი და ნათესავი დაესწრო, თუმცა წვეულებები და დაბადების დღეები ლუიზას აღარ უკვირს.

ლუიზა 1912 წელს, „ტიტანიკის“ ჩაძირვიდან სამ თვეში დაიბადა.

წყარო: imedinews.ge

FB კომენტარები

კომენტარი