106 წლის მოხუცმა კორონავირუსი დაამარცხა

ახალი კორონავირუსი კიდევ ერთმა 100 წელიწადს გადაცილებულმა ადამიანმა დაამარცხა. Le Parisien–ის ცნობით, ეს იღბლიანი 106 წლის ფრანგი ქალია.

ელენ ლეფევრს Covid-19 15 დაუდგინდა, ის იმ დროისათვის ხანდაზმულთა თავშესაფარში იმყოფებოდა დანარჩენ 200 მოხუცთან ერთად.

მაღალი სიცხისა და საერთო სისუსტის ფონზე, მას შესაბამისი ტესტი გაუკეთეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მოხუცმა ვირუსი სრულად დაამარცხა და ამ დროისათვის თავს კარგად გრძნობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები