“დღეს ვალების დაბრუნების დღეა” – მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 14 აპრილის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს: 

“დღეს ვალების დაბრუნების დღეა, ასევე მაღალია კამათის წარმოშობის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე –  კარგი დღეა ავეჯის შესაძენად, სარემონტო სამუშაოებისთვის, საკვებ რაციონში შეიტანეთ  უცხიმო თევზი, ზღვის პროდუქტები, პოზიტიური დღეა უძრავი ქონების შესაძენად. მოერიდეთ ალერგიის გამომწვევი პეროდუქტების მიღებას. ნეგატიური დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ხერხემალი, ძვლოვანი სისტემა, მუხლები, კანი და კბილები.

დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, მწვანე, კრემისფერი, ნაცრისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ ონიქსი, ქრიზოპრაზი, მწვანე იასპი, მარგალიტი და აქატი. ეს ქვები თქვენს ბიოველს დაიცავენ.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და მორიელებისთვის, დაძაბული დღეა ლომთათვის, სასწორთათვის და მშვილდოსანთათვის”, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები