ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 19 მარტის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს:
“დღევანდელი დღის ტენდენციები ინტუიციურ აღქმას შეუწყობს ხელს, მოიმატებს ქედმაღლობისა და დაძაბულობის შეგრძნებები.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა რემონტისთვის, საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, სამეცნიერო კვლევისთის, დიეტის დასაწყებად, ბინის შესაცვლელად. კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. მოერიდეთ თვალებისა და ნერვული სისტემის გადაღლას.
ჯანმრთელობა – სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა და ფეხის კუნთები.
დღის ფერები და მინერალები – ნეონისფერები, ვერცხლისფერი, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ საფირონი, აქვამარინი, ძოწი, ციტრინი და ცირკონი.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძთათვის და მერწყულთათვის, დაძაბულია დღე კირჩიბისა და ქალწულისთვის”, – აცხადებს ასტროლოგი.