103 წლის ირანელი ქალი კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა

147
SHARE

103 წლის ირანელი მოხუცი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, სრულად გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 60 წელს გადაცილებული  ადამიანები, განსაკუთრებით კი – 80 წელს ზემოთ პირები, რისკჯგუფს წარმოადგენენ.

საინფორმაციო სააგენტო IRNA–ს ინფორმაციით, მოხუცი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში ერთი კვირის განმავლობაში იყო მოთავსებული, რის შემდეგაც ის სრულად გამოჯანმრთელდა.

ამავე სააგენტოს ცნობით, კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული მოხუცი 91 წლის მამაკაცია.

FB კომენტარები

კომენტარი