10+1 საკითხი, რაც პენისის შესახებ უნდა იცოდეთ

4827
SHARE

თუ გჯერათ, რომ ცხოვრების იმ ეტაპზე ხართ, პენისის შესახებ ყველაფერი იცით, ცდებით! დაივიწყეთ ეს დარწმუნება და მოგვენდეთ, ჩვენ სერიოზულ სიახლეებს გაგიმხელთ! Women’s health magazine-ის საშუალებით, fpaparazzi-მ შეაგროვა სხვადასხვა უცნაური და უცნობი ფაქტები მამაკაცის სასქესო ორგანოსთან დაკავშირებით, რომლებმაც შესაძლოა თქვენი ხედვაც კი შეცვალონ!
1. პენისის ჯანმრთელობა, მამაკაცის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

თუ მამაკაცს აქვს ერექციის პრობლემა, კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას მის ცხოვრების სტილს დაუთმობს. მაგალითად, თუ ძალიან იღლება, ან წონაში მოიმატა, შესაძლებელოა მის ორგანიზმში ტესტოსტერონის დაბალი მაჩვენებელი იყოს და ერექციის პრობლემები გამოიწვიოს.
2. არ აქვს ხტილი

ერექციას სასქესო ორგანოს მღვიმოვან ქსოვილებში დიდი რაოდენობით სისხლის შეგროვება იწვევს. მამაკაცის სასქესო ორგანის “მოტეხილობას”, სასქესო ორგანოს გარე მღვიმოვანი ქსოვილების დაზიანება იწვევს. უარეს შემთხვევაში, კაცს შეიძლება «Peyronie’s disease» დაემართოს, რაც ნიშნავს, რომ ერექციის დროს ასო შეიძლება მოხრილი ან გაღუნული იყოს.
3. ზომას მნიშვნელობა აქვს… მხოლოდ მამაკაცებისათვის

Fisch-ის წიგნის მიხედვით პენისი დაახლოებით 7.62 სანტიმეტრია, ერექციის დროს კი 12-16 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. ამის მიუხედავად, კვლევებზე დაყრდნობით ჩანს, რომ მამაკაცები ხშირად ღელავენ საკუთარი სასქესო ორგანოს ზომასთან დაკავშირებით.
4. პენისი შეგიძლიათ გაზარდოთ!

იტალიაში მამაკაცების ერთმა ჯგუფმა, რომლებიც საკუთარი სასქესო ორგანოს ზომით იყვნენ შეწუხებული, მოსინჯეს მეთოდი, სახელწოდებით “Traction”. მეთოდი ითვალისწინებდა სასქესო ორგანოს დაჭიმვას (Penile Extender), ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში. რამოდენიმე თვის შემდეგ მონაწილე მამაკაცებმა შენიშნეს, რომ მათი სასქესო ორგანო 1,5 დან 2,5 სანტიმეტრამდე გაიზარდა. ჟურნალი “The Journal of Sexual Medicine” გვეუბნება, რომ ორალური სექსის დროს მამაკაცის სასქესო ორგანო ყველაზე დიდზე იზრდება, ვიდრე სხვაგვარი სექსუალური აქტივობის დროს.
5. მამაკაცის სპერმა დაბალ კალორიულია!

სპერმა შეიცავს ლიმონმჟავას, ამინომჟავებს, ფრუქტოზას, ფერმენტებსა და წყალს. Fisch-ის მიხედვით, 1 სუფრის კოვზი შეიცავს მხოლოდ 36 კალორიას.
6. ფეხის ზომა არანაირ ინფორმაციას არ იძლევა პენისის სიდიდის შესახებ!

საქმე გვაქვს ორ საერთოდ სხვადასხვა ზომაზე. და მეტიც, მეცნიერებს ჯერ არანაირი კავშირი არ აღმოუჩენიათ ამ ორ ზომას შორის. ასე რომ პენისის ზომას ვერ გაიგებ, ვიდრე არ დაინახავთ მას!
7. გაცილებით დრეკადია ვიდრე წარმოგვიდგენია!

კვლევა, რომელიც 2002 წელს Standford-ის უნივერსიტეტში ჩატარდა, წყვილების სექსუალური კავშირის დროს გადაუღეს მაგნიტური ტომოგრაფია, რომელმაც აჩვენა, რომ მისიონერულ პოზაში მამაკაცის სასქესო ორგანოს ფორმა ბუმერანგის ფორმას წააგავს.
8. მოწევამ შეიძლება ერექციის ვარდნა გამოიწვიოს!

კვლევებმა აჩვენა, რომ მოწევა არა მხოლოდ ლიბიდოს აგდებს, არამედ შეიძლება ერექციის პრობლემებიც კი გამოიწვიოს. Fisch-ის მიხედვით, ეს ხდება, რადგან მოწევა ავიწროებს სისხლძარღვებს და ხელს უშლის სისხლის თავისუფალ მიმოქცევას.
9. სინამდვილეში ერთი დიდი კლიტორია!

საშვილოსნოში, მამაკაცის ჰორმონების სეკრეციამდე, დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან მედედრობითი და მამრობითი სქესის ჩანასახების სასქეცო ორგანოები. მამაკაცის სასქესო ორგანოს და კლიტორს, იგივე ნერვული დაბოლოებები გააჩნიათ. კლიტორი პენისის ანალოგია.
10. პენისის გარშემო მიდამოებიც ასევე ეროგენულია!

მამაკაცისათვის სასქესო ორგანოს გარშემო “მიდამოები” ასევე ეროგენულია. G წერტილი პროსტატაზე მდებარეობს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სასქესო ორგანოსა და ანალურ ხვრელს შორის კანიც ძალიან ეროგნეულია.
11. და ბოლოს, შეიძლება გაოცდეთ!

ალბათ, გაგონილი გექნებათ მითი “Showers” და “Growsers”-ს შესახებ. სიმართლე ისაა, რომ მამაკაცის სასქესო ორგანოს ზომა, როდესაც ის ნორმალურ მდგომარეობაშია, საერთოდ არ შეესაბამება ერეგირებულ სასქესო ორგანოს ზომას.

Fisch-ის მიხედვით, კვლევამ, რომელიც “Journal of Sex Research”-მა ჩაატარა, აჩვენა, რომ მცირე ზომის პენისი, ერექციის დროს უფრო იზრდება, ვიდრე ჩვეულებრივი მდგომარეობაში – ანუ ბუნებრივად დიდი სასქესო ორგანო. ეს ყოველთვის გაკვირვებას იწვევს და მას “growsers” ეწოდება!
წყარო – fpaparazzi.com

FB კომენტარები

კომენტარი