100-წლის ქალბატონი პელაგია კაპანაძე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა.
საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციას კასპის მე-5 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
როგორც კასპიდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ,,სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა განუცხადა, პელაგია კაპანაძემ გადასატან ყუთზე უარი თქვა და უბანზე თავისი ფეხით გამოცხადდა.
,,სხვის დაუხმარებლად სამაგიდო სიაში ხელი მოაწერა და კეთილი სურვილებით წავიდა უბნიდან” – აცხადებენ დამკვირვებელი.
პელაგია კაპანაძე, პირადობის მოწმობით 100-წლისაა, მაგრამ მისი თქმით, რეალურად 101-წლის ასაკისაა.
სხვა სიახლეები