100 წლის ბრიტანელი მოხუცის წარმოუდგენელი ქველმოქმედება და საზოგადოების სოლიდარობით შეგროვებული 17 მილიონი ფუნტი კორონავირუსთან საბრძოლველად

99 წლის კაპიტანი ტომ მური მსოფლიო საზოგადოებამ ორი კვირის წინ გაიცნო. იორკშირში მცხოვრებმა მოხუცმა შვილთან ერთად ვიდეო დადო, სადაც აცხადებდა, რომ 100 წლის იუბილე ჰქონდა აპრილის თვეში. ამის აღსანიშნავად და ერთგვარი ქველმოქმედებისთვის კი სახლის უკანა ეზოს, რომლის სიგრძეც 25 მეტრია, თავიდან ბოლომდე 100–ჯერ გაივლიდა. სანახაობის ხილვა კი ონლაინ რეჟიმში დააანონსა.

მან მოუწოდა საზოგადოებას თითოჯერ მის მიერ 25 მეტრიანი მანძილის გავლისას 10 ფუნტი ჩაერიცხათ და იმ შემთხვევაში თუ 1000 ფუნტს შეაგროვებდა, კორონავირუსთან საბრძოლველად ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურს ჩაურიცხავდა.

მოხუცი ერთდროულად 100–ჯერ 25 მეტრს ვერ გაივლიდა, შესაბამისად დღეში 10–ჯერ ფარავდა აღნიშნულ მანძილს და 15 აპრილს დაასრულა.

მოხუცმა მურმა პირველივე დღეს 70 ათასი ფუნტი სტერლინგი მოაგროვა. ამ დროისათვის კი უკვე შეგროვდა 17 მილიონ ფუნტზე მეტი და 300 ათასმა ადამიანმა მოაწერა პეტიციას ხელი, კაპიტნისთვის რაინდის წოდების მინიჭების თაობაზე.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები