100 ლარის გამო მოკალით ორი შვილის დედა?! – მოსამართლე თემქაზე მოკლული ქალის მაზლს

331
SHARE

100 ლარის გამო მოკალით ორი შვილის დედა? – ასე მიმართა 62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს მოსამართლე რომან ხორავამ, საქმეზე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობისას.

მოსამართლე მკვლელობის მოტივით დაინტერესდა და შესაბამისი კითხვით ბრალდებულს მიმართა.

„მე მაინტერესებს მოტივი, რატომ ჩაიდინეთ დანაშაული. ორი შვილის დედა 100 ლარის გამო მოკალით?“ – განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლის კითხვაზე კი ბრალდებულს პასუხი არ გაუცია.

როგორც kvirispalitra.ge წერს, თავად მოკლულის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ სახლიდან ფული და 800 გრამამდე ოქროა წაღებული.

„ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ის ძალიან განიცდის მომხდარს. უჭირს საუბარი და ამბობს ვერ ამიხსნია, რატომ მოვკლიო.

მისი თქმით, ძმის სახლში იმ დილით ფულის სასესხებლად მივიდა, ამბობს, რძალს 100 ლარი ვთხოვე, მაგრამ არ მომცა, უცებ რა დამემართა არ ვიცი, ტაბურეტი ავიღე და თავში ჩავარტყიო. ვერ ვხსნი მომხდარსო“, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, 5 სექტემბერს, ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრის გამო, სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილზე მისულ სახანძრო ბრიგადას, სახლში მოკლული ქალი დახვდა.

წყარო: primetime.ge

FB კომენტარები

კომენტარი