10 წლის მოდელმა, მარიამ მგალობლიშვილმა 50 ქვეყანაში საქართველო ასახელა

სამოდელო სააგენტო ,,კატრინი”, წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას მსოფლიოს მასშტაბით. 30 სექტემბერს საბერძნეთში, საერთაშორისო ფესტივალი ,,პატარა მის მსოფლიო 2016″ გაიმართა, სადაც საქართველოს სახელით სამოდელო სააგენტო ,, კატრინი“- ს პატარა მოდელი მარიამ მგალობლიშვილი ღებულობდა მონაწილეობას. 50 ქვეყანაში 10 წლის მარიამმა საქართველო ასახელა და დაჯილდოვდა ნომინაციაში მსოფლიოს ,, პრინცესა 2016″.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის სექტემბერში, სამოდელო სააგენტო ,,კატრინის,“ ხელმძღვანელობით მსოფლიო სილამაზის კონკურსი ,,მის და მისტერ პლანეტა 2016″ ჩატარდა, სადაც საერთშორისო ჟიურის თანხლებით 35 ქვეყნის ,,მისი“ და ,,მისტერი“ საქართველოს ესტუმრა. კონკურსის ხელმძღვანელი ეკა მგალობლიშვილი გახლავთ.

14492404_1108473025856502_7165284731010098211_n 14495368_1108473015856503_4365709841822291682_n 14516324_1108473019189836_8177797680412929616_n 14572358_1108473022523169_1181022789031620713_n

კომენტარები

სხვა სიახლეები