შიდა ქართლის ერთ-ერთ სკოლაში მანდატურებმა ინფორმაცია მიიღეს, რომ 10 წლამდე გოგონა გაიტაცეს. როგორც საბოლოოდ გაირკვა, გოგონამ ამბავი მოიგონა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. 10 წლამდე გოგონამ სახლში დაგვიანების მიზეზად, მისი გატაცება დაასახელა. გოგონას მონათხრობის მიხედვით, სკოლიდან გასვლისას შავ მანქანაში სათვალიანმა პირმა ძალით ჩააგდო. შემდეგ “გამტაცებელმა” მანქანა იგოეთთან გააჩერა და ტელეფონით დაიწყო საუბარი. ,,დრო ვიხელთე, მანქანიდან გადავხტი და ლეხურას პირზე დავეშვი”, – უთხრა ბავშვმა მშობელს. მანდატურებმა სკოლიდან ვიდეოჩანაწერების დათვალიერებ
ა და ამოღება დაიწყეს. მას შემდეგ, რაც დედა ცუდად გახდა, შვილმა გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა და აღიარა, რომ ამბავი მოიგონა.