მუსიკოსი ტარიელ სუარი კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს ცოლთან, მსახიობ ია ფარულავასთან გაშორებასთან დაკავშირებით და სტატუსს სქრინს ურთავს, სადაც ია ფარულავას კომენტარია: ,,ყველამ დააყენეთ ტ***… ჩემი და ტარიელის დაშორების მიზეზი ვარ მე. 10-წლიანი ერთგულების მერე მე მას ვუღალატე”.
,,არ იყო საჭირო ამის თქმა, მაგრამ აღიარებასაც დიდი სიმამაცე სჭირდება. სანამ ვინმეს განვიკითხავთ, საკუთარ თავში ჩავიხედოთ… სიყვარულით ნამდვილად აღარ მიყვარს, მაგრამ, რაც საჯაროდ აღიარა, იმის შემდეგ აღარ მძულს”, – დაწერა ტარიელ სუარმა.