სიყვარულში გამოტყდომა ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ძალიან უჭირს, თუმცა, შეყვარებული ადამიანი, ხშირად აკეთებს ისეთ რაღაცებს, რითიც აღნიშნულის მიხვედრა არც თუ ისე რთულია. ვისაუბროთ 10 წვრილმანზე:
- ის ხანდახან ისე გიყურებთ, თითქოს ლატარეაში მოგიგოთ
ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ სავარძელში საღამურით ზიხართ, ჩიფსის შეკვრა გიჭირავთ და არც თუ ისე ესთეტიური ვარცხნილობა გაქვთ. ასეთი გამოხედვა ყველაფერს ნიშნავს.
- ის გიყვებათ იმას, რაც არავისთვის მოუყოლია
თუ მან რაღაც ისეთი საიდუმლო გაგიმხილათ, რომელსაც არავის არასდროს უყვება, ეს დიდი სიყვარულის მანიშნებელია.
- ხანდახან მოულოდნელად გკოცნით
ასეთი მოულოდნელი კოცნა ძალიან სასიამოვნოა და ის უდიდეს გრძნობაზე მიუთითებს.
- მას კარგი ურთიერთობა აქვს თქვენს ოჯახთან
დადის მამათქვენთან ერთად სათევზაოდ, ურეკავს თქვენს ოჯახის წევრებს და კითხულობს მათ? იცოდეთ, რომ თქვენ მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ.
- მას ყოველთვის ახსოვხართ
მაშინაც კი, როცა ის ძმაკაცებთან ერთად არის და მეგობრის ძაღლის ფოტოს გიგზავნით – მის სიყვარულში დარწმუნებული უნდა იყოთ.
- უსმენს თქვენს აზრს
ასეთ შემთხვევაში, თუ ის სახლში იმ მაისურს მაინც იცვამს, რომელიც არ მოგწონთ, ყურადღება არ მიაქციოთ, სერიოზულ საკითხებში თქვენს აზრს აუცილებლად გაითვალისწინებს.
- ცვლილებებისას არ ავიწყდებით
შესთავაზეს უკეთესი სამსახური და მომენტალურად გაუწყათ ახალი ამბავი? იცოდეთ, რომ თქვენზე ძვირფასი მისთვის არავინაა.
- პროდუქტების საყიდლად თქვენთან ერთად დადის
მაშინაც კი თუ ერთად არ ცხოვრობთ, ან მაღაზია შორს არის და ის მაინც თქვენთან ერთად მოდის და გეხმარებათ – ეს ბევრ რამეზე მიუთითებს.
- თქვენ მასთან ყველაფერზე საუბარი შეგიძლიათ
თუ თავს იმდენად კომფორტულად გრძნობთ, რომ მისგან დაფარული გქონდეთ რაიმე, არ გსურთ, იცოდეთ, რომ დიდ გრძნობაზეა საუბარი.
- თქვენი ბედნიერებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი
აღნიშნულ წვრილმანს, თუ მოინდომებთ, მის ნებისმიერ ქმედებაში ამოიცნობთ.