“10 წესი, როგორ ავირიდოთ კორონავირუსი” – გოგა ჩანადირი საზოგადოებას მიმართავს

გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” კორონავირუსის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და 10 წესზე საუბრობს:

“10 წესი, როგორ ავირიდოთ კორონავირუსი:

დავიწყოთ იქიდან რომ ეს არც საპანიკოა, არც განაჩენია, არც მაღაზია-აფთიაქების დაცარიელების საფუძველია.
სიმშვიდე და ჰიგიენა საფრთხის არიდების, თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა.
1.აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა. სულ მცირე, პროცესი 20 წმ მაინც უნდა გაგრძელდეს.
გაციების, გრიპის ვირუსის მსგავსი სიმპტომების შემთხევაში, როგორიც არის სიცხე, ხველა და ასე შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.
გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, არამხოლოდ ექიმთან უნდა მივიდეთ, უნდა მოვერიდოთ საჯარო სივრცეებში გასვლას, ადამიანებთან ურთიერთობას.
განსაკუთრებით დაინფიცირებულმა ადამიანმა უნდა ატაროს პირბადე და ხშირად გამოიცვალოს.
არ არის სასურველი საზოგადორბრივ თავშეყრის ადგილებში ყოფნა და ახლო მანძილზე ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობა.
ვირუსების გავრცელების დროს, სასურველია ვიქონიოთ ერთჯერადი ხელსაწმენდები, რომელსაც დაცემინებისთვის გამოვიყენებთ. თუ ხელსაწმენდი არ გვაქვს, სპეციალისტთა რჩევით, სჯობს შუახელის ნაკეცში დავაცემინოთ.
განსაკუთრებით მოაჯირები და სახელურები სველი წესით ხშირად უნდა დავამუშავოთ.
არ შევეხოთ დაუბანელი ხელებით თვალს, ცხვირს, სხვა ლორწოვან ნაწილებს.
ვითარების მოწესრიგებამდე თავი შევიკავოთ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა.
მეტი დრო დავუთმოთ ჯანსაღ ცხოვრებას.

ეს წესები ამოკრებილია სხვადასხვა სპეციალისტის რჩევებიდან. კორონავირუსზე უფრო ვერაგ ინფექციებს გადაურჩა საქართველო და მსოფლიო. არც ეს იქნება პრობლემა.
მეტის გასაგებად და რჩევებისთვის გამოიყენეთ ჯანდაცვის სამინისტოს ცხელი ხაზები:
📞 1505 ან 116006
ჯანმრთელობას გისურვებთ!”, – წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარები

სხვა სიახლეები